გურჯაანში ტექნოპარკის მშენებლობა დასრულდა. ამ ეტაპზე შენობის საჭირო ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თეიმურაზ ზავრაშვილის ინფორმაციით, იგეგმება პერსონალის დატრენინგება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრი ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის მიზნით აშენდა. მათ შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ უამრავი სიახლე ტექრნოლოგიურ ინოვაციებთან დაკავშირებით, რაც ახალგაზრდების განვითარებასა და ინტერესების ზრდას შეუწყობს ხელს.
ტექნოპარკი მათ საშუალებას მისცემს ინოვაციური იდეები შეიმუშაონ და შემდეგ განახორციელონ. პროექტზე, მთლიანობაში, 3 მილიონ ლარი დაიხარჯა.