“ნაციონალურმა მოძრაობამ” ბათუმში მრავალრიცხოვან აქცია გამართა

524

16 ოქტომბერს, კოვიდპანდემიის ფონზე, ბათუმში “ნაციონალურმა მოძრაობამ” მრავალრიცხოვანი აქცია გამართა.  აქციაზე არ არის დაცული სოციალური დისტანცია.

შეკრებილებს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიმართა და ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებმამ ბათუმში კოვიდინფექცია ხელოვნურად გაავრცელა. ის ხალხს დაპირდა, რომ მომავალში საქართველოს ვერცერთი ვირუსი მოერევა.

აქციაზე ენმ/ძალა ერთობაშიამ აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები კიდევ ერთხელ წარადგინა: ლევან ვარშალომიძე – საქართველოს პარლამენტში, გიორგი კირთაძე – აჭარის უმაღლეს საბჭოში, გია აბულაძე – ხელვაჩაურის, ხულოს, ქედისა და შუახევის მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში და ამავე მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში – მიშა ბოლქვაძე, ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში – ბონდო თედორაძე და აჭარის უმაღლეს საბჭოში სიის პირველი ნომერი და მაჟორიტარობის კანდიდატი –  ელგუჯა ბაგრატიონი.