კორონავირუსით ინფიცირების გამო, სულ 21 ბაღში შეჩერდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი.
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა გვანცელაძის განცხადებით, 12 ოქტომბერს 4 ბაგა-ბაღი არ გაიხსნა, შემდეგ კი 17 ბაგა-ბაღი დაიკეტა, კორონავირუსით ინფიცირების გამო
კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, ინფიცირებულებ შორის არიან ბაგა-ბაღის თანამშრომლები და აღსაზრდელები.
შეგახსენებთ, ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდა. სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია შემდეგ 14 ბაღში: 36-ე ბაღი, 99-ე ბაღი, 89-ე ბაღი, 53-ე ბაღი , მე-4 ბაღი, 29-ე ბაღი, 153-ე ბაღი, 35-ე ბაღი, მე-16 ბაღი, 21-ე ბაღი, 72-ე ბაღი, 93-ე ბაღი, 190-ე ბაღი და ბაგა ბაღი „ხუთკუნჭულა“. მიმდინარე დღეებში კორონავირუსის გამო, კიდევ რამდენიმე ბაღი დაიკეტა და მათი რაოდენობა 21-მდე გაიზარდა.