ვაკის რაიონში გზების განახლება გრძელდება. გამგეობის ცნობით, ამ დროისთვის, გზის რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N13-14 კორპუსებთან დაიწყო.
მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე შიდა კვარტალურ ტერიტორიაზე მიმდინარეობს დაზიანებული საფარის დემონტაჟი. ამის შემდეგ მოეწყობა გზის ახალი საფუძველი, ბოლოს კი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.
"პროექტის შედეგად, 4700-მდე კვ. მ ფართობის გზა მოწესრიგდება. საგზაო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს. აღნიშნულ შიდაკვარტალური გზის რეაბილიტაციის მიზნით,...
წინა სტატია
"ევროპული საქართველოს" საჩივარზე, რომ "ოცნების" კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის დაპირებებს, მერიის ტენდერების გამოცხადება ემთხვევა, ზუგდიდის მერია სიცრუეს და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მცდელობას უწოდებს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ინფრასტრუქტურულ თუ სხვა სახის პროექტებს, რომელიც ხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, სამოქალაქო ბიუჯეტით, ადგილობრივი ბიუჯეტით თუ ცენტრალური დაფინანსებით, გეგმის შესაბამისად ახორციელებს. მათ შორის არის ნარაზენში მიმდინარე სკვერის მოწყობის სამუშაოები, რომელიც სწორედ...
გურიის სახელმწიფო რწმუნებულს, ზურაბ ნასარაიას კორონავირუსი დაუდასტურდა.
„ტესტირების პასუხი დადებითია. ამ ეტაპზე გუბერნატორი ბინაზე იმყოფება და ელოდება ეპიდემიოლოგების მითითებებს და შესაბამისად, პროტოკოლით დადგენილი წესის მიხედვით იმოქმედებს. მოადგილეების ტესტის კვლევის შედეგები უარყოფითია. ადმინისტრაციულ შენობის სამივე სართულზე, სადაც განთავსებულია გუბერნია, მერია და საკრებულო, სადეზინფექციო სამუშაოები გვიან ღამით ჩატარდა“, - განაცხადეს გურიის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურში. .
„ევროპულმა საქართველომ" თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომარში „დაუპიპინე ბიძინას" გამართა. ავტომარშის მონაწილეებმა შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლეს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, დღევანდელი ავტომარში არის პროტესტი იმ რეჟიმის, რომელიც დღეს საქართველოშია.
“ჩვენ გვიერთდება ძალიან ბევრი მოქალაქე. ვენ უკვე ვნახეთ რამდენიმე ათასი მანქანა, რომლებიც მოძრაობენ, ასიგნალებენ და პროტესტს გამოხატავენ იმ რეჟიმის მიმართ, რომელოც დღეს არის საქართველოში. ეს არის პროტესტი იმ ჭაობის და სიღარიბის...
"ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატი, კახა ოქრიაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში "ყველაზე მაგარი" მაჟორიტარია. მთავარ არხთან საუბარში ოქრიაშვილმა თქვა, რომ მისი მოტივაციაა, იყოს "ძალიან კარგი პარლამენტარი".
"მივიჩნევ, რომ მე ვარ ყველაზე მაგარი მაჟორიტარი საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში 4-ჯერ ერთი და იგივე მუნიციპალიტეტი არ ამირჩევდა, რეკორდული მაჩვენებლით. ყოველთვის პირველ ან მეორე ადგილს ვიკავებ პროცენტული მაჩვენებლით და ახლაც ასე იქნება", - ამბობს...
პარტია "მოქალაქეებმა" ფორმულას ეთერში, გადაცემაში "საქართველო ირჩევს" განათლების პროგრამა წარადგინა, რომელიც, მათი თქმით, "კომაროვის მოდელზეა" დაფუძნებული.
პროგრამა პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ქეთი თურასაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად, "კომაროვის მოდელი" გამოსავალია.
"ეს არის მოდელი, რომელიც თავის თავში მოიაზრებს ძალიან მაგარ ფილოსოფიურ მიდგომას: კომაროვი ყოველთვის ცდილობს, დაასაქმოს ყოფილი კომაროველები. დღეს გვხვდება ბევრი კომაროველი მასწავლებელი, რომელსაც თვითონ აქვს კომაროვი დამთავრებელი", - თქვა ელისაშვილის პარტიის...
ნეტგაზეთი
ოფიციალურ დოკუმენტზე ხელი ჯერ არ მოუწერიათ, თუმცა ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის უკვე არსებობს ზეპირი შეთანხმება, როგორ უნდა გატარდეს მართლმსაჯულების რეფორმა 2020 წლის არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში. სხვა პუნქტებთან ერთად, რეფორმა მოიცავს შსს-სა და პროკურატურის გარდაქმნას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადგილს კი, შეთანხმების მონაწილენი, ამ ფორმითა და ფუნქციებით, საერთოდ ვერ ხედავენ სისტემაში.
პროექტის მიხედვით, მართლმსაჯულების სისტემაში ჩნდებიან არჩევითი შერიფები, არჩევითი ბრალმდებლის ინსტიტუტი...
გალში, სკოლები 24 ნოემბრამდე დაიხურა. როგორც "ევროპათაიმს" ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა განუცხადა, აღნიშნულის მიზეზი, კორონავირუსის შემთხვევების მატებაა.
"სკოლები 15 ოქტომბრიდან დაიკეტა. ჯერჯერობით, არანაირი დისტანციურ სწავლებაზე არ არის საუბარი, თუმცა რომც იყოს, აქ ამის რესურსი არ არის. არც შესაბამისი ტექნიკითაა მოსწავლეები აღჭურვილი და ვერც ადგილობრივი ინტერნეტი ვერ გაქაჩავს მსგავს ჩართვებს. 24-მდეა დაკეტილი, თუმცა თუ ვირუსის გავრცელება გაგრძელდა, ალბათ კიდევ გადაიდება. მოსწავლეებს ეს...
ბოლნისში, "ერთიანი ნაცინალური მოძრაობის" და ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდატის, კახა ოქრიაშვილის მხადამჭერს თავს დაესხნენ. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა "ქართული ოცნების" აქტივისტები ბოლნისში ოპოზიციის მხარდამჭერებს უპირისპირდებიან. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ინციდენტი გუშინ, ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოხდა, "ქართული ოცნების" აქტივისტმა და საუბნო კომისიის თავმჯდომარემ, მამედ შამილოვმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი იგივე პიროვნებამ ოქრიაშვილის შტაბის...
წყალტუბოს პროექტთან წარმოდგენილია 3 წინადადება ქართული კომპანიებისგან, რომლებსაც უცხოური გამოცდილი პარტნიორები ჰყავთ. ამ სამი პროექტიდან გამოვლინდება ერთი გამარჯვებული და გენგეგმა გვაჩვენებს, რა მოცულობის მშენებლობა შეიძლება განხორციელდეს წყალტუბოს ცენტრალურ ზონაში, სადაც განლაგებულია ძირითადი საინვესტიციო პროექტები და მიტოვებული სასტუმროები, რომლებიც უნდა მოხვდეს საპრიტავიზაციო ნუსხაში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
„წყალტუბოში,...
"ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წევრმა, მაია ბითაძემ რუსთავში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას გარემოსდაცვითი საკითხებზე ილაპარაკა.
მაია ბითაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული აღმშენებლობის, ეკონომიკის ისეთი მიმართულებების განვითარების პროცესში, როგორიცაა ტურიზმი, ასევე ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, აუცილებელია გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინება.
„აუცილებელია ისეთი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს შექმნა, სადაც ჩვენი მოქალაქეები თავს ღირსეულად იგრძნობენ. არაერთხელ აღგვინიშნავს,...
"ვითხოვთ პასუხს" - ამ სახელწოდებით გაიმართა გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა შორის დებატები, რომლის ინიციატორიც გურიის სამოქალაქო ცენტრი იყო.
ამავე სახელწოდების პროექტს გურიის სამოქალაქო ცენტრი, 2020 წლის ივლისიდან, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით, „ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის - პროგრესის სახლთან“ და „სტუდენტურ ახალგაზრდულ სათათბიროსთან “ პარტნიორობით ახორციელებს. მისი მიზანია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გურიის მხარეში პოლიტიკურ სუბიექტებს შორის საგნობრივი დისკუსიები...
ჩვენ უნდა დავაფორმიროთ კოალიციური მთავრობა და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა 21-ე საუკუნის საქართველოში - ეს არის „ლელოს" "მარშალის გეგმა" , - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენაზე ონლაინ მიმართვისას განაცხადა.
როგორც ხაზარაძე აცხადებს, საქართველოში ფუნდამენტური ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რასაც „სუფთა ხელები“ სჭირდება.
„ეს არის საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა, ეს შეეხება ყველა სფეროს - განათლებას, ჯანდაცვას, ჩვენს ბავშვებს,...
გორში სადგურის დასახლებაში, ყოფილი კინოს შენობაში, სპორტული კომპლექსის გახსნა სურთ, - ამის შესახებ ინიციატივა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ, მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააჟღერა და იმ შემთხვევაში, თუ ხოჯევანიშვილი პარლამენტის წევრი გახდება კომპლექსის ასაშენებლად მხარდაჭერა სთხოვა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
"ევროპის ჩემპიონმა ვოვა მოდოსიანმა გააჟღერა ეს ინიციატივა. ვფიქრობ, კარგი იქნება ეს სადგურისთვის და მიმდებარე სოფლების ახალგაზრდებისთვის....
1-კვირიანი პაუზის შემდეგ გორი-კასპის შემოვლით გზაზე ორმოულების შეკეთება დასრულდა. საგზაო სამმარველოს მუშებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით, სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო, თუმცა, სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებმა გადათხრილი გზები ღიად რამდენიმე დღე დატოვეს.
ისინი აცხადებდნენ, რომ ვიდრე ასფალტის ქარხანა ბიტუმის საკმარის რაოდენობას არ გაამზადებდა, მანამდე ორმოულების შევსებას ვერ შეძლებდნენ. გადათხრილი გზებისა და გამაფრთხილებელი ნიშნების არარსებობის...
ქალაქ თელავში 40 ერთეულ ავტობუსზე გათვლილი ახალი ავტოსადგომის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე მოხდება 10 ავტობუსის გადმოცემა, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე იმოძრავებს, მეორე ეტაპზე კი 25- მდე ავტობუსი შემოვა და მთლიანად მუნიციპალიტეტს მოემსახურება.
"5 ავტობუსი უახლოეს პერიოდში გადმოეცემა თელავს, წლის ბოლომდე კი გვექნება ათი. ეს გათვალისწინებულია მხოლოდ ქალაქისთვის. მეორე ეტაპი კი ითვალისწინებს 25-მდე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































