ნუცუბიძის IV მიკრორაიონში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

515

ვაკის რაიონში გზების განახლება გრძელდება. გამგეობის ცნობით, ამ დროისთვის, გზის რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N13-14 კორპუსებთან დაიწყო.

მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე შიდა კვარტალურ ტერიტორიაზე მიმდინარეობს დაზიანებული საფარის დემონტაჟი. ამის შემდეგ მოეწყობა გზის ახალი საფუძველი, ბოლოს კი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.  

“პროექტის შედეგად, 4700-მდე კვ. მ ფართობის გზა მოწესრიგდება. საგზაო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს. აღნიშნულ შიდაკვარტალური გზის რეაბილიტაციის მიზნით, გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 330 000 ლარი დაიხარჯება”, – აცხადებენ გამგეობაში.