“ევროპული საქართველო” აქციას “დაუპიპინე ბიძინას” მართავს

368

„ევროპულმა საქართველომ” თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომარში „დაუპიპინე ბიძინას” გამართა. ავტომარშის მონაწილეებმა შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლეს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, დღევანდელი ავტომარში არის პროტესტი იმ რეჟიმის, რომელიც დღეს საქართველოშია.

“ჩვენ გვიერთდება ძალიან ბევრი მოქალაქე. ვენ უკვე ვნახეთ რამდენიმე ათასი მანქანა, რომლებიც მოძრაობენ, ასიგნალებენ და პროტესტს გამოხატავენ იმ რეჟიმის მიმართ, რომელოც დღეს არის საქართველოში. ეს არის პროტესტი იმ ჭაობის და სიღარიბის მიმართ, რომელშიც ჩაგვფლო ივანიშვილმა და იმ ჩაფლავებული რეაქციის მიმართ, რომელიც ამ მთავრობას ჰქონდა, მათ შორის კორონაეპიდემიასთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი გარანტი იმისა, რომ 31 ოქტომბერს ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება”, – განაცხადა კაპანაძემ.

ავტომარში სახელწოდებით „დაუპიპინე ბიძინას” დღეს საქართველოს მასშტაბით სხვა დიდ ქალაქებშიც გაიმართება. პარტრიაში აცხადებენ, რომ ამ სიგნალით ბიძინა ივანიშვილს მიანიშნებენ, რომ მისი დრო ამოიწურა.

დედაქალაქში შემაჯამებელი აქცია 20:00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან ჩატარდება.