გურიის სახელმწიფო რწმუნებულს, ზურაბ ნასარაიას კორონავირუსი დაუდასტურდა.
„ტესტირების პასუხი დადებითია. ამ ეტაპზე გუბერნატორი ბინაზე იმყოფება და ელოდება ეპიდემიოლოგების მითითებებს და შესაბამისად, პროტოკოლით დადგენილი წესის მიხედვით იმოქმედებს. მოადგილეების ტესტის კვლევის შედეგები უარყოფითია. ადმინისტრაციულ შენობის სამივე სართულზე, სადაც განთავსებულია გუბერნია, მერია და საკრებულო, სადეზინფექციო სამუშაოები გვიან ღამით ჩატარდა“, – განაცხადეს გურიის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურში. .