გორში სადგურის დასახლებაში, ყოფილი კინოს შენობაში, სპორტული კომპლექსის გახსნა სურთ, – ამის შესახებ ინიციატივა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ, მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააჟღერა და იმ შემთხვევაში, თუ ხოჯევანიშვილი პარლამენტის წევრი გახდება კომპლექსის ასაშენებლად მხარდაჭერა სთხოვა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
“ევროპის ჩემპიონმა ვოვა მოდოსიანმა გააჟღერა ეს ინიციატივა. ვფიქრობ, კარგი იქნება ეს სადგურისთვის და მიმდებარე სოფლების ახალგაზრდებისთვის. მე ბატონი გიგის თანადგომის იმედი მაქვს და იმედს ვიტოვებ, მალე ჩვენს ინიციატივას სისრულეში მოვიყვანთ“, – ამბობს დავით რაზმაძე.
ინფორმაციისთვის, წლების წინ აღნიშნულ შენობაში კინო ფილმების ჩვენება იმართებოდა, ახლა კი შენობა უმოქმედოა.