„2021 წელს, ვარკეთილის მე-3 მასივს 3,5 ჰა-ზე გაშენებული სკვერი ექნება, რომლის მშენებლობაც ნოემბერში დაიწყება და ერთ წელიწადში დასრულდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა განაცხადა. სოზარ სუბარმა ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საპროექტო ღირებულება 8 000 000 ლარს შეადგენს. „შეხვედრისას, მოსახლეობამ ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. მათი თქმით, ვარკეთილის განაშენიანება რეკრეაციული სივრცეების,...
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის პირველ მიკრორაიონში, ბედიას N4-ში, დასასვენებელი სივრცე ეწყობა. ვაკის გამგეობის ინფორმაციით,  კეთილმოწყობილ სკვერში მოეწყობა დასასვენებელი პავილიონი, უკვე დამონტაჟდა განათების ბოძები, ასევე, დაირგო მცენარეები და მხატვრების მიერ მოიხატა კედლები. „ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი კეთილმოწყობილი და გამწვანებული სივრცე შევქმნათ, ამიტომ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ვცდილობთ სკვერები, რომლებითაც ისარგებლებენ ბავშვები და უფროსები, იყოს კომფორტული, ლამაზი და ხარისხიანი....
წინა სტატია შემდეგი სტატია დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი გუშინ დმანისში „ქართული ოცნების“ შტაბთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის აქტივისტმა ზურა ოკმელაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით სამი პირი დაჭრა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ოკმელაშვილის პასუხისგებაში მიცემას თვეზე მეტია ითხოვს. ოქრიაშვილის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოების დროული ჩართულობა და რეაგირება რომ ყოფილიყო, 21 ოქტომბრის ინციდენტი არ მოხდებოდა. „მსურს,...
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეხუთე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად ამომრჩევლებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლის, მუქარის და საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტები რჩება. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ განაცხადა, ტენდენციური სახით იკვეთება, რომ ზეწოლა-მუქარა ძირითადად ხორციელდება ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, რომ ისინი ჩამოშორდნენ საარჩევნო კამპანიას. „ISFED-მა გამოავლინა სავარაუდოდ,...
წინა სტატია შემდეგი სტატია „ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის განცხადებით, დმანისში მმართველი პარტიის ოფისთან მომხდარი ინციდენტი “ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. მეშველიანის თქმით, მომხდართან დაკავშირებით, პასუხისგებაში მიეცემიან არამხოლოდ ინციდენტში მონაწილე პირები, არამედ დამკვეთები და ინიციატორები. „ეს არის დამარცხებისთვის განწირული, აგონიაში მყოფი პოლიტიკური ძალის პროვოკაცია, რათა დაძაბულ წინასაარჩევნო გარემოში მაქსიმალურად მეტი ზიანი მიაყენონ საარჩევნო პროცესს და შექმნან არალეგიტიმური საარჩევნო...
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს რამაზ ჩხიკვაძეს  კორონავირუსი  დაუდასტურდა. ინფორმაცია რამაზ ჩხიკვაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ქუთაისის საკრებულოში აცხადებენ, რომ თავმჯდომარის მოადგილე 11 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და დადებითი პასუხი განმეორებითი ტესტის გაკეთების შემდეგ დადასტურდა, მას კონტაქტები არ ჰქონია. საკრებულოს აპარატი მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.
წინა სტატია შემდეგი სტატია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დმანისში, "ქართული ოცნების" ოფისში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. დმანისში ქართული ოცნების ოფისზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გუშინ გვიან ღამით,  "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა. მისი თქმით, იყო გასროლა და არიან დაჭრილებიც. პარლამენტის ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გოგი მეშველიანი აცხადებს, რომ...
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დმანისში ქართული ოცნების ოფისს თავს დაესხნენ. მისი თქმით, იყო გასროლა და არიან დაჭრილებიც. "დმანისში მძიმე ინციდენტი მოხდა, იყო მძიმე პროვოკაცია ჩვენი პარტიის ოფისთან, რასაც ჩვენ მიჩვეულები ვართ. მე რამდენადაც ვიცი, გაისროლეს და არიან ადამიანები დაჭრილი. ასეთ შემთხვევაში, უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო სამართალდამცველების მხრიდან", — განაცხადა კობახიძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში.
დღეს, “ევროპული საქართველოს”, “სტრატეგია აღმაშენებლის”, “ლელოს” და “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის წარმომადგენლებმა 2020 წლის წინასაარჩევნო პროგრამების ეკონომიკური ნაწილი წარადგინეს. როგორც “ევროპული საქართველოს” წევრმა ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, მათი ამოცანაა ფართო საზოგადოებისთვის იმის გაცნობა, თუ რას აპირებს “ევროპული საქართველო” არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. “დღეს ჩვენი ამოცანაა კიდევ ერთხელ გავაცნოთ ექსპერტებს და ფართო საზოგადოებას, ის თუ რას აპირებს “ევროპული საქართველო” არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეკონომიკური განხრით. ჩვენი პროგრამა...
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ლოკალური პროგრამის წევრად აირჩიეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  OGP-ში გაწევრიანებით ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება გლობალურ მოძრაობას რათა ხელი შეუწყოს სხვადასხვა ფორმით ადგილობრივ დონეზე ღია მმართველობის პრინციპების გამტკიცებას. პროგრამის მონაწილე მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცემათ ითანამშრომლონ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, გაუზიარონ მათ ცოდნა და გამოცდილება და დანერგონ სიახლეები ადგილობრივ დონეზე. OGP-ის ლოკალური პროგრამის ახალი წევრები კონკურსის საფუძველზე...
ქუთაისში დევნილები დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლობასთან შეიკრიბნენ და იმ კომისიის წევრებთან შეხვედრა მოითხოვეს, რომლებიც ბინების გადაცემის საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს. აქციის მონაწილეებმა დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები კორუფციაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, მათი საცხოვრებელი პირობები არის რეალურად უკიდურესად მძიმე, თუმცა, ბინას ის ადამიანები იღებენ, ვინც სამინისტროს წარმომადგენლებს ქრთამს უხდის. "საერთოდ უნდა დაიშალოს დევნილთა სამინისტრო. ეს არის კორუფციის ბუდე. 27 წელია...
"შენი იდეა, შენი ქალაქისათვის"-2020 წლის ქუთაისის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტში განაცხადების რეგისტრაცია დასრულდა. მონაწილეობითი კენჭისყრის პლატფორმაზე დარეგისტრირდა 53 პროექტი. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს. პროექტების შეფასება უკვე დაიწყო, რის შემდეგაც 10 უმაღლესი შეფასების მქონე პროექტი გადავა კენჭისყრის რეჟიმზე და საბოლოო 3 გამარჯვებულს მოქალაქეები გამოავლენენ. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი რამდენიმე წელია ტარდება. გასულ წლებში რამდენიმე გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა, მათ შორის საპირფარეშოებისა და მიწისქვეშა...
იმყოფებოდა თუ არა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხიდმაღალის საარჩევნო უბნის კომისიის წევრი მართა მჟავანაძე კანონის სრული დაცვით ტუალეტში – ამ საკითხს ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისია (ცესკოს დადგენილებით გურიაში ოზურგეთი არის წარმართავი ოლქი) 4 დღის განმავლობაში იძიებდა. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.  საქმე იმაშია, რომ მიმდინარე თვის 10 ოქტომბერს, აღნიშნულ უბანზე „მონიტორინგის ცენტრ მედიატორის“ წარმომადგენელი გურიაში, გივი ცინცაძე იმყოფებოდა, რომელსაც კომისია სამუშაო საათებში...
პეტიცია მოამზადა ნინო ბურჯანაძის პარტიამ, იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას იმ მოთხოვნით, რომ მთავრობამ ცნოს პანდემია ფორსმაჟორად და გაათავისუფლოს მოსახლეობა მძიმე საფინანსო წნეხისაგან. “ერთიანი საქართველოს” ლიდერის თქმით, ხვალიდან ყველა მეტროსადგურთან პარტიის წარმომადგენლები დადგებიან და თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა ამ პეტიციას ხელი მოაწეროს. მისი თქმით, თაღლითობაა, რასაც ხელისუფლება აკეთებს, რომ მხოლოდ რამდენიმე თვით გადაავადა სესხები. "ეს არის ფორსმაჟორი, რასაც მალავს საქართველოს ხელისუფლება", - განაცხადა...
„მიუხედავად წერილობითი და ზეპირი განცხადებებისა, რომელიც მე გავაკეთე, ჩემზე, როგორც საარჩევნო სუბიექტზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებს კომისიის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია" - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "სოციალური სამართლიანობისთვის" ლიდერმა მამუკა ტუსკაძემ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ტუსკაძის თქმით, კომისიას მის მიერ გაჟღერებულ სხვა დარღვევებზეც არ უმსჯელია. "კომისია არ დაინტერესებულა იმ ფინანსების უკანონოდ დაყადაღების საკითხით, რომლითაც უნდა დაფინანსებულიყო ჩემი პოლიტიკური ორგანიზაცია. ასევე,...
შემდეგი სტატია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი და ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ სატელეფონო ბაზების მეშვეობით, მისი პარტიის წევრებსა და მხარდაჭერებს შეტყობინებები მიუვიდათ. იგი შეურაცხმყოფელი შინაარსის შეტყობინების ამსახველ ფოტოს ფეისბუქზე ავრცელებს. ხატია დეკანოიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს. "ღამის სამ საათზე ჩემი შტაბის წევრებსა და ჩვენს მხარდამჭერებს მიუვიდათ მსგავსი შეტყობინება. ცენტრალურად აგზავნიან სატელეფონო ბაზებით. ძალიან ამაზრზენია ეს ყველაფერი", - წერს დეკანოიძე. https://www.facebook.com/khatia.dekanoidze.7/posts/2766498576953316

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ