“მთავრობამ პანდემია ფორსმაჟორად ცნოს”- ბურჯანაძის პარტია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

451

პეტიცია მოამზადა ნინო ბურჯანაძის პარტიამ, იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას იმ მოთხოვნით, რომ მთავრობამ ცნოს პანდემია ფორსმაჟორად და გაათავისუფლოს მოსახლეობა მძიმე საფინანსო წნეხისაგან.

“ერთიანი საქართველოს” ლიდერის თქმით, ხვალიდან ყველა მეტროსადგურთან პარტიის წარმომადგენლები დადგებიან და თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა ამ პეტიციას ხელი მოაწეროს. მისი თქმით, თაღლითობაა, რასაც ხელისუფლება აკეთებს, რომ მხოლოდ რამდენიმე თვით გადაავადა სესხები.

“ეს არის ფორსმაჟორი, რასაც მალავს საქართველოს ხელისუფლება”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, პრემიერმინისტრი ტყუის, როცა ამბობს, რომ ქვეყანაში მაკროეკონომიკური ვითარება გაუმჯობესდა.