სოზარ სუბარი: 2021 წელს, ვარკეთილის მე-3 მასივს 3,5 ჰექტარზე გაშენებული სკვერი ექნება

380

„2021 წელს, ვარკეთილის მე-3 მასივს 3,5 ჰა-ზე გაშენებული სკვერი ექნება, რომლის მშენებლობაც ნოემბერში დაიწყება და ერთ წელიწადში დასრულდება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარმა ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საპროექტო ღირებულება 8 000 000 ლარს შეადგენს.

„შეხვედრისას, მოსახლეობამ ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. მათი თქმით, ვარკეთილის განაშენიანება რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნებისა და ბავშვებისთვის ატრაქციონის მოწყობის საშუალებას იძლევა.

სოზარ სუბარმა უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში ვარკეთილის მესამე მასივია ის პირველი რაიონი, სადაც 2020-ში დაიწყო ე.წ. „ხრუშოვკების“ ჩანაცვლების პროცესი და მალე, ვარკეთილის მოსახლეობის ნაწილი 7 540 კვმ-ზე ხალაშენებულ კორპუსებში დაიდებენ ბინას.

2018 წლიდან დღემდე, მხოლოდ ვარკეთილის რაიონში 8 სკვერი/დასასვენებელი სივრცე, 16 ფიტნეს ზონა და ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით, სტადიონი და საფეხბურთო კომპლექსი აშენდა, რაშიც 2 100 000 ლარი დაიხარჯა. განსაკუთრებით ნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ვარკეთილი 3-ში მოეწყო 3 კმ-დე საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც მანამდე არ არსებობდა.

შეხვედრაზე, მაჟორიტარობის კანდიდატმა ყურადღება ამორტიზირებულ ლიფტებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მთავრობა ამ პრობლემაზე უკვე მუშაობს და ისინი მალე ჩანაცვლდება.

,,ამ ეტაპზე 3 საბავშვო ბაღის, 3 სკვერის და სკეიტბორდის მოედნების მშენებლობაც მიმდინარეობს, ხოლო 2021 წელს, ვარკეთილს საკუთარი რაგბის სტადიონიც ექნება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.