“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი და ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ სატელეფონო ბაზების მეშვეობით, მისი პარტიის წევრებსა და მხარდაჭერებს შეტყობინებები მიუვიდათ.
იგი შეურაცხმყოფელი შინაარსის შეტყობინების ამსახველ ფოტოს ფეისბუქზე ავრცელებს. ხატია დეკანოიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
“ღამის სამ საათზე ჩემი შტაბის წევრებსა და ჩვენს მხარდამჭერებს მიუვიდათ მსგავსი შეტყობინება. ცენტრალურად აგზავნიან სატელეფონო ბაზებით. ძალიან ამაზრზენია ეს ყველაფერი”, – წერს დეკანოიძე.
ღამის სამ საათზე ჩემი შტაბის წევრებს და ჩვენს მხარდამჭერებს მიუვიდათ მსგავსი შეტყობინება. ცენტრალურად აგზავნიან…
Posted by Khatia Dekanoidze on ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2020