ახალქალაქის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული მერი, იურიკ უნანიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გაიოზ ლომსაძე თბილისისა და გორის კლინიკებში არიან გადაყვანილები, საკრებულოს თავმჯდომარე, ნაირი ირიციანი კი სახლში მკურნალობს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გაიოზ ლომსაძის თქმით, ის და ახალქალაქის მერი, იურიკ უნანიანი გამოხატული სიმპტომების გამო, კლინიკაში გადაიყვანეს, საკრებულოს თავმჯდომარე კი, მისი ინფორმაციით სახლში აგრძელებს მკურნალობას. ვინ შეასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის...
წინა სტატია ცესკო-ს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა. მისივე თქმით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურების მოთხოვნა 27 ოქტომბერს 14:00 საათამდეა შესაძლებელი. „ცესკოს გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა. თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველს შესაძლებლობა მიეცათ დაგვიკავშირდნენ 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე, ნაცვლად 26 ოქტომბრის 22:00 საათისა და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურება. უკვე მესამე დღეა...
შემდეგი სტატია "ფორმულას" ინფორმაციით, ახალქალაქში მმართველი პარტიის მაჟორიტარ კანდიდატს სამველ მანუკიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა სოფელ პატარა სამსარში მოხდა, როდესაც მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივებს ხვდებოდა. მოქალაქეების ნაწილი მაჟორიტარის იქ ყოფნით გაღიზიანდა, რის შემდეგაც მანუკიანმა სოფელი დატოვა და ახალქალაქში ქართული ოცნების შტაბში გადაინაცვლა, სადაც პარტიის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ. ფორმულას ინფორმაციით, მანუკიანს ფიზიკური დაზიანებები ქართული ოცნების ადგილობრივი საკრებულოს წევრმა მიაყენა. ქართული ოცნების შტაბში დაპიროსპირებას უარყოფენ და ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი კი ადასტურებს, რომ სამველ მანუკიანი გუშინ,...
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ რამდენიმე ათასმა თვითიზოლაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, შესაძლოა, არჩევნებზე ხმის მიცემა ვერ შეძლოს. ნინო ლომჯარიას თქმით, ამის მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობაა. კერძოდ, თვითიზოლაციაში მყოფმა მოქალაქეების ნაწილმა არ იცის, რომ შეუძლია გადასატანი ყუთის მოთხოვნა. "დღეს არის თვითიზოლაციაში მყოფთათვის ბოლო ვადა, რომ დარეკონ ცესკოს ცხელ ხაზზე (+995 32 251-00-51; შიდა ნომერი 0) და მოითხოვონ გადასატანი ყუთის მეშვეობით არჩევნებში...
„ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინ მდუმარე, საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც აქციის დასრულების შემდეგ „ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა განაცხადა, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება და „ეკონომიკა თავზე გვენგრევა“. „ამ აქციით ხელისუფლებას გვინდა შევახსენოთ, რომ ქვეყანაში ხანძარია! როგორც ბანერზე ხედავთ, ხელისუფლება ისეთი მდგომარეობაშია, წინ მეხანძრეები დგანან და უკან მთავრობის წარმომადგენლები იღიმებიან და სურათს იღებენ. უხარიათ, თავს იწონებენ, მაგრამ არ...
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო. "ამორტიზირებული საავტომობილო გზის მოწესრიგება მაიდნის მოსახლეობისათვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა, ვინაიდა, წლების განმავლობაში მწყობრიდან იყო გამოსული და აფერხებდა მგზავრთა გადაადგილებას. ახლა უკვე მოსახლეობა კომფორტული და მოწესრიგებული გზით სარგებლობს“,- აცხადებენ აბაშის მერიაში. მათივე ცნობით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 822 000 ლარით დაფინანსდა. „ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო, შეუფერხებელი და კომფორტული გადაადგილებისთვის...
სოფელ ქვიშხეთში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან წყალგამანაწილებელი არხის 1 000-მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტში 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს. „შპს „საქართველოს მელიორაცია“ ტაშისკარის სარწყავი სისტემის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს. სოფელ ქვიშხეთში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან წყალგამანაწილებელი არხის 1 000-მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. სამუშაოები არხში წყლის...
„ლელოს“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი სიორიძის განცხადებით, არსებულ ვითარებაში საარჩევნო ადმინისტრაცია „ქართული ოცნების“ დაგრძელებული ხელი და ინსტრუმენტია არჩევნებზე მანიპულაციისთვის. ამის შესახებ სიორიძემ ბრიფინგი გამართა და საარჩევნო ადმინისტრაციის სამუშაო პროცესზე ისაუბრა. „საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ ისინი მოახლოებულ არჩევნებზე მანიპულაციებისთვის „ქართული ოცნების“ დაგრძელებულ ხელად არიან ქცეულები. დღევანდელი მონაცემებით, 12 ათას ადამიანამდეა კოვიდინფიცირებული. ასევე ათასობით განისაზღვრება ინფიცირებულთან კონტაქტების მქონე...
დედაქალაქის მერია პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს, რომელიც საზოგადოებას დღეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ წარუდგინა. თბილისის მერიის ცნობით, პროგრამა ითვალისწინებს იმ მოქალაქეების პროფესიულ სწავლებას და დასაქმების ხელშეწყობას, რომლებმაც პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგეს. მათი ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ ონლაინ რეგისტრაცია ვებგვერდზე www.dasakmdi.ge „სწავლება სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ბაზაზე წარიმართება და 15 ნოემბრიდან დაიწყება. მოკლევადიანი სასწავლო...
გორში ტყვიავისა და ნადირაძის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ტყვიავის ქუჩის რეაბილიტაციას 216 056, ნადირაძის ქუჩისას კი, 181 989 ლარი მოხმარდება. „ტყვიავის ქუჩა 662, ნადირაძის ქუჩა კი 400 მეტრია. პროექტების მიხედვით, ტრანსპორტის სავალ ნაწილზე საგზაო სამოსთან ერთად მოეწყობა მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და საგზაო მონიშვნები. ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოები შესრულების ვადა ნადირაძის ქუჩაზე მიმდინარე წლის ნოემბერში, ხოლო...
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება. უწყების განმარტებით, იმისათვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზება, ცესკოში უკვე მესამე დღეა გამართულად და სრული დატვირთვით მუშაობს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი და 25 ოპერატორი დილის 10:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე აფიქსირებენ მოქალაქეების მოთხოვნებს. „შესაბამისი უწყების მიერ...
ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გორის ცენტრში მდებარე ტერიტორიის გამოსყიდვა და გორის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა მოხდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა მოეწყობა. „წლების განმავლობაში, გორის ცენტრში მდებარეობდა ტერიტორია, ყოფილი ბაზრის ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაში გადადიოდა ხელიდან ხელში ისე, რომ...
ქობულეთის მერიის შენობაში მოქალაქეები საპროტესტი აქციას მართავენ. როგორც მათ განაცხადეს, ისინი ქობულეთში ყოფილი სტატისტიკის შენობაში თვითნებურად წლების წინ შესახლდნენ და ფართების დაკანონებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, შენობა გაიყიდა, რომელიც „ქართული ოცნების" მაღალჩინოსანმა შეიძინა და არჩევნების შემდეგ მოსახლეობის გამოსახლებას გეგმავს. მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ და ცხოვრება ღია ცის ქვეშ მოუწევთ. მოქალაქეები თავდაპირველად ქობულეთის მერიასთან მართვდნენ აქციას, მოგვიანებით კი უწყების შენობაში...
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ჩამონგრეული და ჩაფლავებული „ქართული ოცნება“ ყველაფერს იკადრებს, რათა რამდენიმე ათასი ხმა მაინც მოიპაროს. მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, რამდენიმე ათეულ ათას მოქალაქეს, რომელიც თვითიზოლაციაში, ან საკარანტინო სივრცეეში იმყოფება, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ექნება. „ის დადგენილება, რომელიც ცესკომ გამოსცა, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, ესაა სრული უპასუხისმგებლობა მათი მხრიდან და აშკარად ჩანს, რომ რაღაც სხვა მოტივები გააჩნიათ....
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განმარტებით, კოვიდინფიცირებულთათვის ხმის უფლების რეალიზებისთვის ცესკო-მ გადასატან ყუთებთან დაკავშირებით ტრადიციულ პრაქტიკას მიმართა. ამასთანავე, კობახიძემ აღნიშნა, რომ კოვიდის არარსებობის პირობებში იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ვერ ახერხებდა ხმის უფლების რეალიზებას, გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ეს კოვიდის პირობებში შეიძლება დაფიქსირდეს. „ცესკო-მ მიმართა სტანდარტულ პრაქტიკას, რაც გამოიყენება, ზოგადად, გადასატანი ყუთისთვის, ანუ თუ აქვს ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა, ის, ბუნებრივია, წინასწარ უნდა დარეგისტრირდეს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ