ქობულეთის მერიის შენობაში მოქალაქეები საპროტესტი აქციას მართავენ

374

ქობულეთის მერიის შენობაში მოქალაქეები საპროტესტი აქციას მართავენ. როგორც მათ განაცხადეს, ისინი ქობულეთში ყოფილი სტატისტიკის შენობაში თვითნებურად წლების წინ შესახლდნენ და ფართების დაკანონებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, შენობა გაიყიდა, რომელიც „ქართული ოცნების” მაღალჩინოსანმა შეიძინა და არჩევნების შემდეგ მოსახლეობის გამოსახლებას გეგმავს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ და ცხოვრება ღია ცის ქვეშ მოუწევთ.

მოქალაქეები თავდაპირველად ქობულეთის მერიასთან მართვდნენ აქციას, მოგვიანებით კი უწყების შენობაში შევიდნენ.

აქციის მონაწილეები ქობულეთის მერიისგან განმარტებებს მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.