აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო.
“ამორტიზირებული საავტომობილო გზის მოწესრიგება მაიდნის მოსახლეობისათვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა, ვინაიდა, წლების განმავლობაში მწყობრიდან იყო გამოსული და აფერხებდა მგზავრთა გადაადგილებას. ახლა უკვე მოსახლეობა კომფორტული და მოწესრიგებული გზით სარგებლობს“,- აცხადებენ აბაშის მერიაში.
მათივე ცნობით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 822 000 ლარით დაფინანსდა.
„ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო, შეუფერხებელი და კომფორტული გადაადგილებისთვის აბაშის მუნიციპალიტეტში კვლავ გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. დაწყებულია სამიქაო-მაიდნის ცენტრალური გზის მოასფალტების სამუშაოები, რომელიც ასევე სოფელ გეზათსა და გულუხეთს მოიცავს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.