სერგი კაპანაძე: „ქართული ოცნება“ ყველაფერს იკადრებს იმისთვის, რომ რამდენიმე ათასი ხმა მაინც მოიპაროს არჩევენის მოსაგებად

374

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ჩამონგრეული და ჩაფლავებული „ქართული ოცნება“ ყველაფერს იკადრებს, რათა რამდენიმე ათასი ხმა მაინც მოიპაროს.

მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, რამდენიმე ათეულ ათას მოქალაქეს, რომელიც თვითიზოლაციაში, ან საკარანტინო სივრცეეში იმყოფება, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ექნება.

„ის დადგენილება, რომელიც ცესკომ გამოსცა, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, ესაა სრული უპასუხისმგებლობა მათი მხრიდან და აშკარად ჩანს, რომ რაღაც სხვა მოტივები გააჩნიათ. ამ დადგენილების მიხედვით, რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მონაწილეობას არჩევნებში ვერ მიიღებს. ცალსახად ჩანს, რომ ერთი მხრივ, არც ბაზები გააჩნიათ და სრულიად მოუმზადებლები არიან, მეორე მხრივ ჩანს, რომ დარეგისტრირებულ ადამიანთა რაოდენობა ძალიან მცირეა. ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე ათეულ ათას მოქალაქეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება არ ექნება, რომ არჩვენებში მონაწილეობა მიიღოს. ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ, ეს სრულიად დაუშვებელი და ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ წასვლაა. მეტყველებს ორ რამეზე, თუ როგორი ჩამონგრეული და მართლა ჩაფლავებული მთავრობაა, რომელსაც ელემენტარული, ასეთი საკითხების მენეჯმენტიც კი არ შეუძლია, ან შეუძლია და ვერ აკეთებს და მეორე მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს იკადრებს იმისთვის, რომ რამდენიმე ათასი ხმა მაინც მოიპაროს ამ არჩევენის მოსაგებად, მაგრამ არც ერთი ეს ინსტრუმენტი არ იმუშავებს და აუცილებლად დამარცხდებიან, მათ შორის ამის გამოც 31 ოქტომბერს,“ – განაცხადა კაპანაძემ.