„ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქცია გამართეს

405

„ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინ მდუმარე, საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც აქციის დასრულების შემდეგ „ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა განაცხადა, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება და „ეკონომიკა თავზე გვენგრევა“.

„ამ აქციით ხელისუფლებას გვინდა შევახსენოთ, რომ ქვეყანაში ხანძარია! როგორც ბანერზე ხედავთ, ხელისუფლება ისეთი მდგომარეობაშია, წინ მეხანძრეები დგანან და უკან მთავრობის წარმომადგენლები იღიმებიან და სურათს იღებენ. უხარიათ, თავს იწონებენ, მაგრამ არ იციან რისთვის. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება და ეკონომიკა თავზე გვენგრევა. ჩაფლავებული ხელისუფლების ჩაფლავებული კრიზისმენეჯმენტი ჩაბარდება წარსულს”, – განაცხადა თათია ვახტანგაძემ.