ცესკო: თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე გახანგრძლივდა

394

წინა სტატია

ცესკო-ს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა.

მისივე თქმით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურების მოთხოვნა 27 ოქტომბერს 14:00 საათამდეა შესაძლებელი.

„ცესკოს გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა. თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველს შესაძლებლობა მიეცათ დაგვიკავშირდნენ 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე, ნაცვლად 26 ოქტომბრის 22:00 საათისა და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურება.

უკვე მესამე დღეა სრული დატვირთვით მუშაობს ცეკოს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრი, 25 ოპერატორი აფიქსირებს მოქალქეების მოთხოვნას“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.