„საქართველოს მელიორაცია“ ტაშისკარის სარწყავი სისტემის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს

705

სოფელ ქვიშხეთში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან წყალგამანაწილებელი არხის 1 000-მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტში 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

„შპს „საქართველოს მელიორაცია“ ტაშისკარის სარწყავი სისტემის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.

სოფელ ქვიშხეთში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან წყალგამანაწილებელი არხის 1 000-მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტში 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

აღდგენილი საირიგაციო არხით 5 სოფლის: ცხრამუხას, ქვიშხეთის, ოსიაურის, გომისა და აგარების მოსახლეობა ისარგებლებს.

სამუშაოები კომპანიამ საკუთარი ძალებით ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა“, – ნათქვამის „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.