გორში ტყვიავისა და ნადირაძის ქუჩის რებილიტაცია დაიწყო

342

გორში ტყვიავისა და ნადირაძის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ტყვიავის ქუჩის რეაბილიტაციას 216 056, ნადირაძის ქუჩისას კი, 181 989 ლარი მოხმარდება.

„ტყვიავის ქუჩა 662, ნადირაძის ქუჩა კი 400 მეტრია. პროექტების მიხედვით, ტრანსპორტის სავალ ნაწილზე საგზაო სამოსთან ერთად მოეწყობა მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და საგზაო მონიშვნები.

ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოები შესრულების ვადა ნადირაძის ქუჩაზე მიმდინარე წლის ნოემბერში, ხოლო ტყვიავის ქუჩაზე კი, მომავალი წლის მარტში ეწურება.

სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ორივე ქუჩის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.