ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 36,45%-ია, რაც რაოდენობრივად არის 1 279 947 ამომრჩეველია. ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა ქვემო ქართლში და შეადგენს 33.9%-ს, ხოლო ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ N19 მაჟორიტარულ ოლქშია, რომელიც რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მუნიციპალიტეტებს მოიცავს. აქ აქტივობამ შეადგინა 49.5%.  
თბილისის 78-ე უბანზე ინციდენტი მოხდა. საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიკა დათუკიშვილი უცნობ პირს სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ხოლო ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ შერეულ უბანზე, სადაც შსს-ს წარმომადგენლებიც აძლევენ ხმას, რამდენიმე ისეთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც რეგიონში რეგისტრირებულმა პირებმა პროპორციულთან ერთად, მაჟორიტარობის კანდიდატიც აირჩიეს, რაც კანონდარღვევაა. ამ დროისთვის საარჩევნო უბანთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები და საკითხში გარკვევის მიზნით, ინციდენტში ჩართული...
ხმაურია გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ბაკურციხის 30-ე საარჩევნო უბანზე, საიდანაც "ერთიანი ნაცინალური მოძრაობის" დამკვირვებელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. ფაქტს ოპოზიციის უკმაყოფილება და დაპირისპირება მოჰყვა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. ენმ-ს დამკვირვებელი ყვება, რომ ადგილზე გამგეობის თანამშრომლები გაურკვეველი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სახელით არიან მობილიზებულები. ოპოზიცია ამბობს, რომ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი მათი მითითებით მოქმედებს. ოლქის წარმომადგენელმა "მთავარი არხის" კითხვას, რის გამო აძევებდნენ დამკვირვებელს უბნიდან, უპასუხა "მაწუხებს...
მარნეულში საარჩევნო უბანზე უცხოეთში მყოფი ქალის მაგივრად ხმის მისაცემად კაცი მივიდა. საერთაშორისო დამკვირვებელი, რომელმაც დარღვევა დააფიქსირა, უბნიდან გააძევეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. საარჩევნო პროცესი მარნეულში დილიდან ხმაურით მიმდინარეობს.
მარნეულის მეორე საარჩევნო უბანზე ვითარება ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ დაიძაბა. მიზეზი ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" დამკვირვებლებს შორის მომხდარი დაპირისპირება გახდა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საარჩევნო ყუთს ნომერი შეუცვალეს, რაც არჩევნების შედეგებზე მანიპულაციის საშუალებას იძლევა. საარჩევნო ყუთის გარდა, ოპოზიცის კოორდინატორები და დამკვირვებლები ამბობენ, რომ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს დაზიანებულ ბიულეტინებს აძლევენ იმისთვის, რომ მათი ხმები შემდეგ გაბათილდეს. მარნეულში უბან-უბან დადის ქალაქის...
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა მიერ იდენტიფიცირებული დარღვევების დიდი ნაწილი მიანიშნებს, რომ უმეტესწილად ეს დარღვევები გამოწვეულია საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა დაბალი კვალიფიკაციით, რაც ზოგადად დამახასიათებელია ბოლო წლებში საქართველოში ჩატარებული არჩევნებისთვის. ასევე, შემაშფოთებელ ტენდენციად რჩება ზოგიერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდა...
„ამ წუთებში ცენტრალური საარჩევნო კომისია ცდილობს, რომ დაახლოებით 200 000 ხმა მოგვპაროს და ეს ხმები „ქართულმა ოცნებამ“ მიითვისოს“, - ამის შესახებ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო პროცესისას სავარაუდო კანონდარღვევებზე საუბრისას განაცხადა. „ცენტრალური საარჩევნო კომისია ახლა, ამ წუთებში ცდილობს, რომ ჩვენ მოგვპაროს დაახლოებით 200 000 ხმა და შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ხმები მიითვისოს, ჩვენს თვალწინ, ამ წუთებში მიმდინარეობს ეს უხეში...
ნებისმიერ ფაქტს და სამართალდარღვევას, რაც არჩევნების მიმდინარეობისას გამოიკვეთება, დეტალურად შევისწავლით და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, ვინ იქნება დამრღვევი, მოყვება შესაბამისი მკაცრი რეაგირება - ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, შსს-ს საარჩევნო უბანში შესვლის უფლება, კანონმდებლობიდან გამომდინარე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნის შემთხვევაში აქვს. „მიმდებარე ტერიტორიაზე გამოცხადების ვალდებულება გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა...
15:30 საათისთვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, თუმცა გარკვეული ხარვეზებით. ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა გადასატანი საარჩევნო ყუთის, საარჩევნო კომისიის წევრების მიერ საკუთარი უფლებამოსილების არასათანადოდ განხორციელებისა და ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ დრომდე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ საარჩევნო კომისიებში შევიდა 6 საჩივარი, რომელთაგან 1 ასევე შეტანილ იქნა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. ხმის მიცემის ფარულობის...
ბათუმის 21-ე საარჩევნო უბანთან ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" აქტივისტები დაუპირისპირდნენ. მოქალაქეების ინფორმაციით, 21-ე საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების" მხარდამჭერები მიკროავტობუსებში ისხდნენ და უბანზე მისული მოქალაქეების სიებს ადგენდნენ. ფაქტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტმა ტელეფონით დააფიქსირა, რაზეც სიტყვიერი და მცირე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ორი პირი დააკავა.
ხმაური სამგორში - 24-ე, 25-ე და 26-ე საარჩევნო უბნებზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები "ოცნების" სასარგებლოდ ეწევიან აგიტაციას. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. გარდა აგიტაციისა, ამ უბნებზე ცოტა ხნის წინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებსა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის. "რამდენიმე საათია დარჩენილი გამარჯვება ოფიციალურად გავიფორმოთ. ეს იქნება ხალხის გამარჯვება და იქნება ქართული ოცნების აგიტატორების მარცხი. ეს ქვეყანა ჩვენია, ყველასია და ყველას შეეხება...
ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა - ხმების დაცვის ოპოზიციური შტაბის წარმომადგენელმა, პაატა დავითაიამ, საარჩევნო დარღვევებზე სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. დარღვევები დაფიქსირდა ბათუმში, ხაშურში, თბილისში - საბურთალოზე. ამასთან, თავს ესხმიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, მათ შორის, "სტრატეგია აღმაშენებელის" კოორდინატორებს. ხელისუფლების ოპონენტები სამართალდამცავებს გულგრილობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ისინი უყურადღებოდ აკვირდებიან საარჩევნო პროცესს. დარღვევებით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი მარნეულში, ქუთაისში, ზუგდიდში,  გურიაში, ვანსა და ხონში. წყალტუბოში ერთ-ერთ უბანზე  საარჩევნო აგიტაციის შემთხევაც დაფიქსირდა. ხარაგაულის...
ლიეტუვას პრეზიდენტი, ბრიტანეთის და ისრაელის ელჩები საქართველოში მიმდინარე არჩევნებს ეხმაურებიან. ბრიტანეთის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. "დღეს მე დამკვირვებელი ვარ. მე მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს წავიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ თავიანთი ხმა", - წერს Twitter-ზე მარკ კლეიტონი. არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედაც. "ლიეტუვა მხარს უჭერს ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ხმის მიცემის...
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რომ საარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევების 6 ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით დაიწყო. კერძოდ: * თბილისში, დიდი დიღმის მე-3 მ/რაიონში, N40 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' აქტივისტის - ზვიად კუპრავას ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. * ქუთაისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, N13-ში მდებარე N20-ე საჯარო სკოლაში განთავსებული 37-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე...
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, უბნის მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზებამ და ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო. ამ დროისთვის, მსგავსი შემთხვევები 11 საარჩევნო ოლქის 18 საარჩევნო უბანზე ფიქსირდება. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ასევე გამოვლინდა ამომრჩევლებისთვის ფოტოების გადაღების ფაქტებს. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას. შესაბამისად, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებსა და კანდიდატებს, შეწყვიტონ მსგავსი პრაქტიკის...
"მინდა მივმართო ჩვენს აგიტატორებსა და მხარდამჭერებს - გააგრძელეთ ასე მუშაობა!" - ასე მიმართა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინზე “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის მხარდამჭერებს. ის აცხადებს, რომ საარჩევნო უბნების მიმდებარედ აგიტატორების მუშაობა კანონდარღვევა არ არის. “ეს კანონდარღვევა არ არის და შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც ამ წუთამდე აკეთებდით. ამომრჩეველთა სიები ცესკოდან მიღებული აქვს ყველა საარჩევნო სუბიექტს და უბნების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ