თბილისის 78-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა

316

თბილისის 78-ე უბანზე ინციდენტი მოხდა. საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიკა დათუკიშვილი უცნობ პირს სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ხოლო ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ შერეულ უბანზე, სადაც შსს-ს წარმომადგენლებიც აძლევენ ხმას, რამდენიმე ისეთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც რეგიონში რეგისტრირებულმა პირებმა პროპორციულთან ერთად, მაჟორიტარობის კანდიდატიც აირჩიეს, რაც კანონდარღვევაა.

ამ დროისთვის საარჩევნო უბანთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები და საკითხში გარკვევის მიზნით, ინციდენტში ჩართული მხარეების გამოკითხვა მიმდინარეობს.