ლიეტუვას პრეზიდენტი, ბრიტანეთის და ისრაელის ელჩები საქართველოში მიმდინარე არჩევნებს ეხმაურებიან.
ბრიტანეთის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს მე დამკვირვებელი ვარ. მე მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს წავიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ თავიანთი ხმა”, – წერს Twitter-ზე მარკ კლეიტონი.
არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედაც.
“ლიეტუვა მხარს უჭერს ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ხმის მიცემის უფლება, მიუხედავად პანდემიისა. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს”, – წერს ნაუსედა.
საქართველოში მიმდინარე არჩევნებს ეხმაურება ისრაელის ელჩი, რად გიდორიც.
“ისრაელის საელჩო ჩვენს ქართველ მეგობრებს, კოლეგებსა და პარტნიორებს უსურვებს მშვიდობიან, სამართლიან და მიუკერძოებელ საარჩევნო დღეს. ვუსურვებთ საქართველოს, რომ კვლავაც ღირსეულად შეინარჩუნოს რეგიონში თავისუფლების, ლიბერალური ღირებულებებისა და დემოკრატიის შუქურის გამორჩეული სტატუსი”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რან გიდორი.