ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 36,45%-ია

415

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 36,45%-ია, რაც რაოდენობრივად არის 1 279 947 ამომრჩეველია.

ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა ქვემო ქართლში და შეადგენს 33.9%-ს, ხოლო ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ N19 მაჟორიტარულ ოლქშია, რომელიც რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მუნიციპალიტეტებს მოიცავს. აქ აქტივობამ შეადგინა 49.5%.