"მესამე ძალის" ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი ჩიტაური წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლის ფაქტზე საუბრობს. მისი თქმით, ასპინძაში გამართული მცირე ღონისძიების მიმდინარეობის დროს პოლიციის უფროსის დავალებით ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუზღუდეს, რის გამოც კონცერტის გაგრძელების საშუალება არ მიეცათ. ამ ტემაზე სიუჟეტს toktv.ge ავრცელებს. ამის შესახებ ჩიტაურმა განცხადება დღეს ახალციხეში გააკეთა.  ჩიტაური შესაბამის ორგანოებს დაინტერესებისკენ მოუწოდებს. საკითხზე ინფორმაციის მოწოდებას შსს-ში დაგვპირდნენ, მსგავსის მიღების...
ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ შიდა ქართლის სოფლებში, თემურ ალიევი, იგივე ბაჰატინა მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმებს აგროვებს. სოფელ ფერმაში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა და დაშინება უკვე დაწყებულია. ადგილობრივ მოსახლეობას პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჩამოართვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. "მთავარი არხი" ბაჰატინას ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა და "ოცნების" წარმომადგენლად გაეცნო. სატელეფონო საუბრისას ბაჰატინამ "მთავარი არხის" ჟურნალისტს დაუდასტურა, რომ საქართველოში მმართველი გუნდის მხარდასაჭერად ჩამოვიდა. ბიზნესმენი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში და პირიქით...
ხმაური იყო ქუთაისის მერიასთან, სადაც პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წარმომადგენლებმა, მერიის თანამშრომლების ავტომობილების საქარე მინებზე ფლაერები დაამაგრეს, რასაც მერიის მაღალჩინოსნების გაღიზიანება მოჰყვა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. "გადაშენდი აქედან,"- უთხრა მერიის საბინაო სამსახურის უფროსმა, ჯონი არაბიძემ "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრებს.
პრემიერმინისტრის ცოლის ძმას, ალექსანდრე თამაზაშვილს, კახეთში ყურძნის მოსავლის მონოპოლიზებასა და სახელმწიფო სახსრების სრულად მითვისებაში ადანაშაულებენ. განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თელავის მერობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა გააკეთა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. მისი თქმით, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულმა აკურის ღვინის ქარხანამ მომსახურების ხელშეკრულება, მხოლოდ ალექსანდრე თამაზაშვილის კუთვნილ ღვინის ქარხანა “ვაინ- კახეთს” გაუფორმა და დანარჩენი ღვინის ქარხნები, მოსავლის მიღების პროცესს ჩამოაცილა. “აკურის ღვინის ქარხანამ, რომელიც...
video
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში პროპორციული და მაჟორიტარული სიით ყველაზე მეტი დეპუტატობის კანდიდატი "ქართულ ოცნებას" ჰყავს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. მმართველი გუნდის გარდა, პროპორციული სია #12 მაჟორიტარულ ოლქში 11 -მა პარტიამ წარადგინა, მაჟორიტარობის კანდიდატი კი - ხუთმა. ახალი მოწვევის საკრებულოში წარმომადგენელი იმ პარტიას ეყოლება, რომელიც 3%-იან ბარიერს გადალახავს. რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, პირველივე ტურში გასამარჯვებლად 40%-ს პლიუს 1 ხმა უნდა დააგროვონ.
video
2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულო უნდა აირჩიოს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მერობისთვის 2 კანდიდატი, "ქართული ოცნებიდან"  - ჯონდო მდივნიშვილი, "მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლიდან" კი  მალხაზ ნოზაძე იბრძვის. როგორც ,,ქართული ოცნების" კანდიდატი ამბობს, ყველაზე მწვავედ მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პრობლემები დგას. „სტრატეგია აღმაშენებლის“ კანდიდატის ინფორმაციით, კი მოსახლეობას ძირითადად საძოვრების პრობლემა აწუხებს.
წინა სტატია ოპოზიციის ნაწილის ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება. როგორც გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, მმართველი გუნდი არჩევნებში მარცხდება, და „მამუკა მდინარაძე კი ჭორაობს“. "მდინარაძე მაბრალებს, რომ ბათუმში 20 უბნის ჩაშლას პირადად ვხელმძღვანელობ და მე ვაორგანიზებ. „ოცნების“ შიდა კვლევების შესახებ ინფორმაცია ჩვენც გვაქვს. ზუსტად იციან, რომ ბათუმში კატასტროფულად მარცხდებიან და მერის არჩევნებში პირველივე ტურში დაასრულებენ ბრძოლას. ამასთან...
პარტია გახარია „საქართველოსთვის“ სამცხე–ჯავახეთში კოორდინატორი, ლევან თათოშვილი ამბობს, რომ შემოსავლების სამსახური მის ექვს კომპანიაში მას შემდეგ შევიდა, რაც ოპოზიციურ პარტიაში გაწევრიანდა. იგი ფაქტს პოლიტიკური აქტივობების ხელშეშლად აფასებს და ამბობს, რომ დაჯარიმების შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. თათოშვილის თქმით, შემოსავლების სამსახური შედის როგორც მის, ასევე მეგობრების კომპანიებშიც. ბოლო ერთ თვეში უწყებამ ისინი ორჯერ შეამოწმა. „თავიდან, როცა მივიღე გადაწყვეტილება და...
სააკაშვილი ჩამოვა ჩაჯდება ციხეში, არ ჩამოვა მაინც დასაცინი გახდება - ორივე შემთხვევაში, 3 ოქტომბერს ეს ადამიანი დასაცინი იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სავარაუდოდ, ის გუნდის წევრებმა დაარწმუნეს, რომ საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გაეკეთებინა, თორემ არჩევნებში აგებდნენ ისე, როგორც არასდროს. „ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო მუშაობა არ ჩაუტარებიათ და ახლა რაღაც მუხტის აწევას ცდილობენ, რომ თითქოს მიშა...
„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ინიციატივითა და თანადაფინანსებით, თბილისის და ლანჩხუთის ხუთი საჯარო სკოლა მზის პანელებით აღიჭურვება. ინფორმაციას „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სკოლებში დამონტაჟდება ინდივიდუალური მიკროელექტროსადგურები, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 200 კვტ-ს შეადგენს. პროექტი ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინინსტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება. „მზის ეს მიკროელექტროსადგურები სისტემაში ნეტო-აღრიცხვის სქემითაა ჩართული, რაც საშუალებას იძლევა, სკოლებმა გამომუშავებული ელექტროენერგია სრულად გამოიყენონ, სიჭარბის შემთხვევაში კი, ჭარბად...
ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მე-10 ყოველწლიურ საკონსულტაციო ფორუმს მასპინძლობს. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ფორუმში 48 ქვეყნის 500-მდე დელეგატი იღებს მონაწილეობას, საერთაშორისო ღონისძიების თემატიკა „მდგრადი კულტურული მარშრუტები კრიზისიდან გამოსვლის ინოვაციური გზის კვალდაკვალ“არის. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ერემეიშვილის განცხადებით, აღნიშნული ფორუმი ქუთაისისთვის ახალი შესაძლებლობების და მორიგი წარმატებების მომტანი იქნება. „ეს ფორუმი ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. უდიდესი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ქუთაისს მიეცა ახალი...
წინა სტატია კომპანია „ალმა“ მზადყოფნას გამოთქვამს, „ევროპული საქართველოს“ სარეკლამო ბანერები კომპანიის კუთვნილ ბილბორდებზე განათავსოს. კომპანიამ ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას საჯარო განცხადების საპასუხოდ განმარტა. „კომპანია „ალმა“ მზადყოფნას გამოთქვამს, უზრუნველყოს პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილი სარეკლამო ვიზუალის განთავსება, კომპანიის ოპერირების ქვეშ არსებულ სარეკლამო ბილბორდებზე. აღნიშნულის თაობაზე, კომპანია „ალმამ“ ოფიციალური წერილით უკვე მიმართა „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას. ოფიციალურ წერილში კომპანია აღნიშნავს, რომ შპს „ალმა“...
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ცესკო-ს საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული აუდიო-ვიდეო მოწყობილობების გამოსასწორებლად ოფიციალური განცხადებით მიმართეს. მეზვრიშვილის განმარტებით, უნდა მოხდეს ბიულეტენის წინა გვერდის იმგვარად დაფიქსირება, რომ შესაბამის პორტალზე ატვირთულ ვიდეო ჩანაწერში გარკვევით გამოჩნდეს თუ რომელი პარტია ან კანდიდატია ბიულეტენზე შემოხაზული. მისივე თქმით, აღნიშნული კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობისთვის და ხმებით მანიპულირების თავიდან ასაცილებლად. „დღეს ოფიციალურად მივმართეთ ცესკოს, რათა დაგვიდასტუროს, რომ 2...
video
არასამთავრობო ორგანიზაციის, "თანადგომა შვილებს" ინფორმაციით, ახალციხეში 18 წელს ზემოთ ასაკის 1 600 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მაია გაჩეჩილაძე უკვე წლებია აღნიშნული პირებისთვის დღის ცენტრისთვის მუნიციპალიტეტს ფართის გამოყოფას სთხოვს, თუმცა, აქამდე გაცემული ყველა დაპირება დაპირებად დარჩა. თემაზე სიუჟეტს toktv.ge ავრცელებს.  გამოცემის ცნობით, ამ თემაზე კითხვა მაია გაჩეჩილაძემ, პარტია ლელოს ახალციხის ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე დასვა. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების...
სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფა, გამართული მუნიციპალური ტრანსპორტი, ქალაქის განვითარების გენ–გეგმა და სოფლებში ინფრასტრუქტურის გამართვა – ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტში, მერობის კანდიდატები მოსახლეობას ჰპირდებიან. 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ახალციხის მერობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძოლებს. ამ თემაზე სტატიას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.  მერობისთვის მებრძოლი ექვსი კანდიდატიდან, წინასაარჩევნო პროცესში ყველაზე ნაკლებად ჩართული და პროცესის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი, „თავისუფალი საქართველოს“...
სენაკში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატმა, კობა ნაყოფიამ ქალაქ სენაკში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა: ლაშა კუჭავა - სენაკის მესამე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი; სევდია უგრეხელიძე - პარტიული სიის მეორე ნომერი; მირანდა მირცხულავა - პირველი ოლქია მაჟორიტარობის კანდიდატი; რევაზ ავალიანი - სანა, ყორში, დიდი ყორშის მაჟორიტარობის კანდიდატი; საბა სირია - ნორისი გეჯეთის მაჟორიტარობის კანდიდატი; ბაკურ ხურცია - ახალსოფლის მაჟორიტარობის კანდიდატი; ბესიკ ნარმანია - სენაკის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ