ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში პროპორციული და მაჟორიტარული სიით ყველაზე მეტი დეპუტატობის კანდიდატი “ქართულ ოცნებას” ჰყავს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
მმართველი გუნდის გარდა, პროპორციული სია #12 მაჟორიტარულ ოლქში 11 -მა პარტიამ წარადგინა, მაჟორიტარობის კანდიდატი კი – ხუთმა.
ახალი მოწვევის საკრებულოში წარმომადგენელი იმ პარტიას ეყოლება, რომელიც 3%-იან ბარიერს გადალახავს.
რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, პირველივე ტურში გასამარჯვებლად 40%-ს პლიუს 1 ხმა უნდა დააგროვონ.