ხმაური იყო ქუთაისის მერიასთან, სადაც პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” წარმომადგენლებმა, მერიის თანამშრომლების ავტომობილების საქარე მინებზე ფლაერები დაამაგრეს, რასაც მერიის მაღალჩინოსნების გაღიზიანება მოჰყვა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
“გადაშენდი აქედან,”– უთხრა მერიის საბინაო სამსახურის უფროსმა, ჯონი არაბიძემ “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრებს.