კომპანია „ალმა“ მზადყოფნას გამოთქვამს, „ევროპული საქართველოს“ სარეკლამო ბანერები კომპანიის კუთვნილ ბილბორდებზე განათავსოს

417

წინა სტატია

კომპანია „ალმა“ მზადყოფნას გამოთქვამს, „ევროპული საქართველოს“ სარეკლამო ბანერები კომპანიის კუთვნილ ბილბორდებზე განათავსოს.

კომპანიამ ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას საჯარო განცხადების საპასუხოდ განმარტა.

„კომპანია „ალმა“ მზადყოფნას გამოთქვამს, უზრუნველყოს პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილი სარეკლამო ვიზუალის განთავსება, კომპანიის ოპერირების ქვეშ არსებულ სარეკლამო ბილბორდებზე.

აღნიშნულის თაობაზე, კომპანია „ალმამ“ ოფიციალური წერილით უკვე მიმართა „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას.

ოფიციალურ წერილში კომპანია აღნიშნავს, რომ შპს „ალმა“ და მპგ „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 2017 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობენ გარე რეკლამის განთავსების მომსახურების სფეროში და კომპანია კვლავაც გამოთქვამს ინტერესს ასეთი თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე.

ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სარეკლამო ბანერის შინაარსისა თუ ვიზუალის შექმნა და მისი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, სრულიად სცილდება „ალმას” კომპეტენციას და ამაზე პასუხისმგებელია რეკლამის დამკვეთი, ამ შემთხვევაში, მპგ „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – ნათქვამია შპს „ალმას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.