სენაკში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატმა, კობა ნაყოფიამ ქალაქ სენაკში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა:
- ლაშა კუჭავა – სენაკის მესამე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი;
- სევდია უგრეხელიძე – პარტიული სიის მეორე ნომერი;
- მირანდა მირცხულავა – პირველი ოლქია მაჟორიტარობის კანდიდატი;
- რევაზ ავალიანი – სანა, ყორში, დიდი ყორშის მაჟორიტარობის კანდიდატი;
- საბა სირია – ნორისი გეჯეთის მაჟორიტარობის კანდიდატი;
- ბაკურ ხურცია – ახალსოფლის მაჟორიტარობის კანდიდატი;
- ბესიკ ნარმანია – სენაკის მეორე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი;
- ზურაბ სანაია – ფოცხო-უშაფათის მაჟორიტარობის კანდიდატი;
- მამუკა აფშილავა – ნოქალაქევისა და ლეძაძამის მაჟორიტარობის კანდიდატი;
- ვახტანგ წურწუმია – თეკლათი, ჭალადიდის მაჟორიტარობის კანდიდატი;
- ვალერი კუჭავა – მენჯის მაჟორიტარობის კანდიდატი;
- ამირან დავითაია – შეთანხმებული კანდიდატი ევროპული საქართველოდან, ძველი სენაკის მეორე ნოსირის მაჟორიტარობის კანდიდატი.
ამასთან, კობა ნაყოფიამ სენაკის მოსახლეობას სამომავლო პროექტები წარუდგინა:
- ბალნეოლოგიური კურორტი მენჯი – პროექტი ითვალისწინებს არქიტექტორული სტილის უცვლელად შენარჩუნებას, თანამედროვე, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურის მოწყობას, მენჯის სანატორიუმის შენობის რეაბილიტაციასა და 180-ნომრიანი, სასტუმროს 200-ინდივიდუალური სამკურნალო კაბინეტის მოწყობას. განახლდება არსებული უნიკალური არქიტექტორული დეტალების მქონე კოლონებიანი სივრცე და მოეწყობა ე.წ. ყავარჯნების სამარის მუზეუმი.
დაგეგმილია ლანდშაფტზე მორგებული დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა, ეთნოსივრცე, შატო და მარანი, ტრადიციული მეგრული ოდები და ახლიდან გაშენებული ოჯალეშისა და ცისკას ჯაშის ვაზი, აღდგება სუპტროპიკული ბაღები და განხორციელდება თანამედროვე პარკის მშენებლობა. მენჯის მიმდებარედ გაშენდება კომპლექსი საცხოვრებელი სახლებისა და საქმიანი კომერციული სივრცეებით. - ნოქალაქევი – ნოქალაქევის მიმდებარედ, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, აშენდება მაღალი კლასის სასტუმრო კულტურული და კულინარიული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი ეთნოსივრცით და ტრადიციული მეგრული ოდებით
- “მენჯის, ნოქალაქევის, სენაკის პროექტების განხორციელება, სამეგრელოს ეკონომიკური სიძლიერე არის პირდაპირი გზა აფხაზეთისკენ და დევნილთა დაბრუნებისკენ”, – თქვა კობა ნაყოფიამ სიტყვით გამოსვლისას.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.