როგორია “ლელოს” ხედვა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის

306

არასამთავრობო ორგანიზაციის, “თანადგომა შვილებს” ინფორმაციით, ახალციხეში 18 წელს ზემოთ ასაკის 1 600 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მაია გაჩეჩილაძე უკვე წლებია აღნიშნული პირებისთვის დღის ცენტრისთვის მუნიციპალიტეტს ფართის გამოყოფას სთხოვს, თუმცა, აქამდე გაცემული ყველა დაპირება დაპირებად დარჩა. თემაზე სიუჟეტს toktv.ge ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ამ თემაზე კითხვა მაია გაჩეჩილაძემ, პარტია ლელოს ახალციხის ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე დასვა. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ახალციხის ოფისის ფილიალში, ორშაბათს გაიმართა.

ორგანიზაცია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და ადგილობრივი მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს.

რაც შეეხება ცენტრისთვის ფართის გამოყოფას, ჩვენ მიერ რამდენიმე თვის წინ მომზადებულ სიუჟეტში სამხარეო ადმინისტრაციაში გვეუბნებოდნენ, რომ ფართის გადაცემის საკითხი განხილულია და აღნიშნულისთვის ახალციხეში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღის შენობა განიხილება.