“მესამე ძალა” ასპინძაში წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლაზე საუბრობს

330

“მესამე ძალის” ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი ჩიტაური წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლის ფაქტზე საუბრობს. მისი თქმით, ასპინძაში გამართული მცირე ღონისძიების მიმდინარეობის დროს პოლიციის უფროსის დავალებით ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუზღუდეს, რის გამოც კონცერტის გაგრძელების საშუალება არ მიეცათ. ამ ტემაზე სიუჟეტს toktv.ge ავრცელებს.

ამის შესახებ ჩიტაურმა განცხადება დღეს ახალციხეში გააკეთა.  ჩიტაური შესაბამის ორგანოებს დაინტერესებისკენ მოუწოდებს. საკითხზე ინფორმაციის მოწოდებას შსს-ში დაგვპირდნენ, მსგავსის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.