ზუგდიდის მე-8 საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა. უბანზე მოვიდა ამომრჩეველი, რომელიც გადასატანი ყუთის სიაში იყო. მას კომისიის თავმჯდომარე სოფიკო ქანთარიმ განუმარტა, რომ ვერ მისცემდა ადგილზე ხმას, რადგან არ იყო უბანზე რეგისტრირებული. ამ განმარტებამ, უბნის თავმჯდომარის ცნობით, მოქალაქის პროტესტი გამოიწვია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
ამის შემდეგ ენმ-ის დამკვირვებელმა სოფიკო ჩვამანიამ ამ ამომრჩევლს მისივე განცხადება გააცნო, რომლითაც ის გადასატანი ყუთის სიაში შეყვანას ითხოვდა....
ქუთაისის 44-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი, რომელიც გადასატან ყუთის სიაში იყო რეგისტრირებული, ხმის მისაცემად უბანზე მივიდა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
"უბანზე მივიდა და ცდილობდა ხმის მიცემას. მე ახლა გარეთ ვარ, მაგრამ ვინც შიგნით არის, ამბობს, რომ ხელიც მოაწერა სიაში. როგორ მოახერხა არ ვიცი", - ამბობს #44 საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი მამუკა ირემაძე.
დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები მიმდინარეობს.
ამომრჩევლები 64 მერს...
ორში მე-13 უბანზე კომისიის წევრი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე დაუშვეს, – ამის შესახებ "რადიო მოზაიკას” “ამერიკის მხარდაჭერთა ლიგის” წარმომადგენელმა აცნობა. მისი ინფორმაციით, კომისიის წევრი პირადობის მოწმობის უქონლობის მიუხედავად, რეგისტრატორად აირჩიეს.
“დავწერე საჩივარი ამის შესახებ და ველოდები რეაგირებას”, – გვითხრა თეონა ფანქველაშვილმა. აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის დარღვევას გამორიცხავს გორის 32-ე საოლქო – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მალხაზ მირუაშვილის თქმით, არჩეულ და რეგისტრირებულ...
გორის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან “ქართული ოცნების” აგიტატორები დგანან – ამის შესახებ "რადიო მოზაიკას” პარტია “საქართველოსთვის” სიის მეორე ნომერმა, მამუკა ფანიაშვილმა უთხრ. მისივე თქმით, აგიტატორები არ იცავენ კანონით დადგენილ დისტანციას.
“თითქმის ყველა უბანთან ასეთი სიტუაციაა. არ იცავენ 100-მეტრიან დისტანციას, დგანან უბანთან და ეწევიან აგიტაციას”, – გვითხრა ფანიაშვილმა.
საარჩევნო უბნებთან ადამიანთა ჯგუფები დააფიქსირა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც. პარტიის სიის II ნომერმა, ანო ბალიაშვილმა...
წყალტუბოში ხმის მისულ ამომრჩევლებს ერთ-ერთი საარჩევნო უბანი გადატანილი დახვდათ.
საუბარია #49-ე საარჩევნო უბანზე, რომელიც საცხოვრებელ სახლში იყო გახსნილი. თუმცა, იმის გამო, რომ ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ მისი გადატანა სხვაგან მოუხდათ. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
58 - ე წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ნიჟარაძე ამბობს, რომ საარჩევნო უბნის გადატანა 1 ოქტომბერს მოუწიათ.
"ოჯახი გადავიდა თვითიზოლაციაში და მოგვიწია გადაწყობა, ახალი უბანი იქვე...
07:00-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა. მიუხედავად აღნიშნულისა, დაფიქსირდა გარკვეული ხასიათის ხარვეზები:
მარნეულის 78-ე უბანზე არ ჩატარდა წილისყრა ნაკადის მარეგულირებელის და ყუთის ზედამხედველის გამოსავლენად, თავმჯდომარემ ერპიროვნულად გადაწყვიტა ამ ორ ფუნქციას რომელი კომისიის წევრები შეასრულებდნენ. რაზეც მრავალეროვანი საქართველოს მიერ დაიწერა...
არჩევნების დღეს "ქართული ოცნება" სავარაუდოდ ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს - გორში, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკის რესტორანში, მთელი ღამეა საკვებს ამზადებენ, რომელსაც როგორც რესტორნის წარმომადგენლები ამბობენ, გაჭირვებულ ადამიანებს დაურიგებენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
გორული კატლეტი, იმერული ხაჭაპური - ასეთია კერძების ჩამონათვალი. კანდელაკის რესტორანი სრულ მობილიზებაზე გუშინ საღამოს გადავიდა.
"მთავარმა არხმა" დააფიქსირა ობიექტთან მობილიზებული "ქართული ოცნების" პარტიული აქტივი, კოორდინატორები, რომლებიც სხვადასხვა უბანზე არიან განაწილებული.
"არავის არ უყიდია, გაჭირვებული ადამიანებისთვისაა....
ახალქალაქის N 4 უბანზე ამომრჩეველმა კაბინაში ბიულეტენს ფოტო გადაუღო. აღნიშნულ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის და დამკვირვებლებისგან რეაგირება არ ყოფილა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„ძალიან კარგი ვქენი, რომ გადავიღე, კომენტარს არ გავაკეთებ, ეს დარღვევა არ არის“, – თქვა მან და საარჩევნო უბანი დატოვა.
საიას იურისტის, ქეთი ბებიაშვილის განცხადებით, აღნიშნული ქმედებით, ხმის ფარულობა დაირღვა, მისთვის ბიულეტენი უნდა ჩამოერთმიათ, "ამ დროს ახალი ბიულეტენით, ხელახლა...
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შტაბი ზუგდიდის უბნებზე ე.წ. კარუსელების დაორგანიზებას ცდილობს.
როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ზუგდიდის 81-ე და 84-ე უბნებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ცდილობენ ყალბი პირადობის მოწმობებით მისცენ ხმა იმ ადამიანების მაგივრად, რომლებიც ზუგდიდში არ იმყოფებიან.
„როგორც ჩანს, დილიდან პანიკაში ჩავარდნილი „ქართული ოცნების” შტაბი ცდილობს დააორგანიზოს ზუგდიდში „კარუსელები“ ყველა უბანზე. ჩვენი ინფორმაციით, „კარუსელების“ მცდელობას ადგილი...
პარტია „გახარია–საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, ეკატერინე კახიძე, რომელიც საარჩევნო პროცესებს წყრუთის N27 უბანზე აკვირდება, აცხადებს, რომ კომისიის ორმა წევრმა ბიულეტენებზე სასურველი კანდიდატი საჯაროდ, რეგისტრატურის მაგიდასთან შემოხაზა.
"ყველას დასანახად 41 შემოხაზეს, კაბინაში არ შესულან", – ამბობს ეკატერინე კახიძე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უბანზე საჩივარი არ დაწერილა.
„უნდოდათ თავიანთი ნების საჯაროდ დაფიქსირება, ამის გამო შენიშვნა მივეცი და ოლქის თავმჯდომარეც ჩავაყენე საქმის კურსში“, – ამბობს კომისიის თავმჯდომარე აღვან ანანიანი.
ძალიან დიდი რაოდენობით ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ესწრება ამ არჩევნებს, რაც უმნიშვნელოვანესია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.
მისი თქმით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, ის ანგარიშები, რომლებსაც დამკვირვებლები დადებენ.
„ძალიან დიდი რაოდენობით ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ესწრება ამ არჩევნებს, რაც უმნიშვნელოვანესია. ყველამ გაითვალისწინოს, ის ანგარიშები, რომლებსაც ისინი დადებენ. შარშან მათი უდიდესი შეცდომა იყო, როდესაც სრულიად ლეგიტიმური არჩევნების შედეგები, რომელიც...
აშშ-ის საელჩო საქართველოში არჩევნების დღესთან დაკავშირებით საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს.
„საქართველოში არჩევნების შაბათ-კვირაა. აშშ-ის საელჩო ახსენებს აშშ-ის მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ყურადღება გაამახვილონ ხალხის დიდი მასების მიმართ, რომლებიც შესაძლოა, საპროტესტო აქციის გასამართად შეიკრიბონ. საქართველოს აქვს დაუგეგმავი, სპონტანური პროტესტის გამოცდილება, რომელიც შეიძლება, მოიცავდეს არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობას. მთელი თბილისის მასშტაბით, როგორიცაა რუსთაველის გამზირი, პარლამენტი და სხვა სამთავრობო შენობები, ამ პროტესტების კერას წარმოადგენენ.
გასათვალისწინებელი ქმედებები: სიახლეებისთვის თვალყური...
ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ ზუგდიდში 84-ე საარჩევნო უბანზე. ადამიანები, რომლებიც საარჩევნო უბნის პერიმეტრზე იმყოფებოდნენ, მედიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. ახალგაზრდა მამაკაცმა, ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით ის ტერიტორიიდან გაიყვანეს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მანამდე კი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ოპოზიციისა და ''ქართული ოცნების'' ამომრჩევლებს შორის.
არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა დაუშვებელია.
84-ე უბანზე ე.წ.კარუსელის შესაძლო დატრიალების...
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა, რომ ხმა სიკეთეს, სამართალსა და აღმშენებლობას მისცა. ასევე, მან ღიად დააფიქსირა, რომ არჩევანი „ქართული ოცნებისა“ და კახა კალაძის სასარგებლოდ გააკეთა.
„ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ ჩვენთან იმყოფება 400-ზე მეტი უცხოელი დამკვირვებელი. სწორედ მათი დახმარებითაც არავის მივცემთ სიტუაციის არევის შესაძლებლობას. არჩევნები ჩაივლის მშვიდ ვითარებაში და ყველას მოვუწოდებ აქტიურობისკენ. ამ უბანზე ხდება ელექტრონული...
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების თითქმის 1/4 08:00 საათზე კენჭისყრის დასაწყებად მზად არ იყო, რაც მნიშვნელოვანი გაუარესებაა 2017 წლის შესაბამის მონაცემთან შედარებით. ორგანიზაციის დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. თუმცა, მათ ცალკეულ შემთხვევებში საარჩევნო უბანზე წილისყრის პროცესის დაკვირვების უფლება შეეზღუდათ. საარჩევნო უბნების მიმდებარედ შეინიშნება ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს...
საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. საარჩევნო უბნები გაიხსნა 7 საათზე, უბნებზე სრულადაა დაცული სანიტარულ-ჰიგიენური წესები, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
იოსელიანმა ამომრჩევლებს შეახსენა რა უნდა იქონიონ თან უბანზე მისვლისას და რა პროცედურის გათვალისწინება მოუწევთ.
„დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































