ქუთაისში, გადასატან ყუთზე რეგისტრირებული ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მივიდა

212

ქუთაისის 44-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი, რომელიც გადასატან ყუთის სიაში იყო რეგისტრირებული, ხმის მისაცემად უბანზე მივიდა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

“უბანზე მივიდა და ცდილობდა ხმის მიცემას. მე ახლა გარეთ ვარ, მაგრამ ვინც შიგნით არის, ამბობს, რომ ხელიც მოაწერა სიაში. როგორ მოახერხა არ ვიცი”, – ამბობს #44  საარჩევნო უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი მამუკა ირემაძე.

დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები მიმდინარეობს.

ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.

ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 861 ამომრჩეველი.

გახსნილია 124 უბანი. აქედან ორი სპეც უბანი, ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში – სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით.

ქუთაისის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის, ესენია:

,,ქართული ოცნება” – იოსებ ხახალეიშვილი

,,ნაციონალური მოძრაობა” – ხატია დეკანოიძე

,,გიორგი გახარია -საქართველოსთვის” – გიორგი გოგუაძე

,,თავისუფალი საქართველო” – ირინა საღინაძე.