მრავალეროვანი საქართველო: გარდაბნის 65-ე უბანზე ორ ამომრჩეველს, მარკირების სითხის ნაცვლად, სადეზინფენქციო სითხზე დაასხურეს

532

07:00-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა. მიუხედავად აღნიშნულისა, დაფიქსირდა გარკვეული ხასიათის ხარვეზები:

  1. მარნეულის 78-ე უბანზე არ ჩატარდა წილისყრა ნაკადის მარეგულირებელის და ყუთის ზედამხედველის გამოსავლენად, თავმჯდომარემ ერპიროვნულად გადაწყვიტა ამ ორ ფუნქციას რომელი კომისიის წევრები შეასრულებდნენ. რაზეც მრავალეროვანი საქართველოს მიერ დაიწერა საჩივარი.
  2. ახალქალაქის 27-ე უბანზე, კომისიის თავმჯდომარემ, თვითნებურად, საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეთანხმების გარეშე, საარჩევნო უბანი გადაიტანა სხვა ტერიტორიაზე, მისი განმარტებით, რომ უბნის სახურავის ჩამოვარდნის საფრთხე არსებობდა .
  3. გარდაბნის მე-11 უბანზე, საკონტროლო ფურცელი ყუთში ჩააგდეს მას შემდეგ, რაც ორმა ამომრჩველმა უკვე განახორციელა კენჭისყრაში მონაწილეობა.
  4. ახალქალაქის 54-ე უბანზე, რეგისტრატორს ორი კომისიის წევრი ეხმარებოდა ბეჭდის დარტყმაში და მარკირების გაკეთებაში.
  5. კრწანისის 24-ე უბანზე, დამკვირვებელი ფართის სიმცირის მიზეზეით არ შეუშვეს უბანზე დაკვირვების განსახორციელებლად.
  6. მარნეულის მე-2 საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრების დაგვიანებით მისვლის გამო, კენჭისყრა დაიწყო 20 წუთის დაგვიანებით.
  7. მარნეულის 48-ე უბანი პირველი ამომრჩევლისთვის გაიხსნა 20 წუთის დაგვიანებით, რადგან წილისყრის პროცედურა ჩატარდა წესის დარღვევით, რის გამოც ხელახალი წილისყრა გაიმართა, რაზეც, მრავალეროვანი საქართველოს მიერ დაიწერა საჩივარი.
  8. გარდაბნის 65-ე უბანზე ორ ამომრჩეველს, შეცდომით მარკირების სითხის ნაცვლად სადეზინფენქციო სითხზე დაასხურეს. აღნიშნული დარღვევა ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ იქნა აღმოჩენილი, რის შემდეგაც აღმოიფხვრა დარღვევა.
  9. მარნეულის 48-ე უბანზე არ ჩატარდა წილისყრა ფუნქციების გამოსავლენად, რის გამოც ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დაკვირვებელმა დაწერა საჩივარი, რის შემდეგაც ხარვეზი აღმოიფხვრა.
  10. გარდაბნის მე-60 უბანზე პარტიის წარმომადგენელი იმყოფებოდა ბეიჯის გარეშე, დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა.
  11. მარნეულის 22-ე უბანზე, ამომრჩეველი რეგისტრატორის მითითებით, სიაში სხვის გრაფაში აწერდა ხელს, რაც ჩვენი დამკვირვებლის მიერ დროულად იქნა შემჩნეული და აღმოფხვრილი.
  12. მარნეულის 79-ე უბანზე, დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება, კერძოდ არ მიეცა ვიდეოგადაღების საშუალება.
  13. კრწანისის მე-3 უბანზე, ამომრჩეველმა ბიულეტებში მხოლოდ ერთი გრაფა შეავსო და უბანი დატოვა.
  14. გარდაბნის 61-ე უბანზე, ამომრჩეველს კენჭისყრაში დაეხმარა ამომრჩეველი რომელიც არ იყო რეგისტრირებული აღნიშნულ უბანზე.
  15. მარნეულის 65-ე უბანზე ნაკადის მარეგულირებელი არ ამოწმებს მარკირებას.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის პროგრამას, რომელიც მოიცავს როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.

არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა მოიცავს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ 21 საარჩევნო ოლქს სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში, ასევე ქ. თბილისში: ნინოწმინდის # 41, ახალქალაქის # 40, ახალციხის 37, ასპინძის # 39, ადიგენის # 38, ბორჯომის # 36, გარდაბნის # 21, მარნეულის # 22, ბოლნისის # 23, დმანისის # 24, წალკის # 25, თეთრიწყაროს # 26, საგარეჯოს # 11, ახმეტის # 18, ლაგოდეხის 15, ყვარლის 16, კასპის 30, მცხეთის # 27, კრწანისის # 4, ისნისა # 5 და სამგორის # 6 საარჩევნო ოლქებს.

სადამკვირვებლო პროგრამა ხორციელდება 327 მოკლევადიანი, მათ შორის 240 საუბნო, 65 მობილური ჯგუფის, 21 საოლქო საარჩევნო კომისიისა და 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებლის მეშვეობით.

არჩევნებს დღეს სადამკვირვებლო პროგრამას კოორდინირებას გაუწევს საკოორდინაციო ცენტრი, რომლის ფარგლებშიც იფუნქციონირებს როგორც ინციდენტების ცენტრი, ასევე მედია ცენტრი. ინციდენტების ცენტრის ოპერატორები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. ოპერატორები მოკლევადიანი დამკვირვებლებისაგან იღებენ და ამუშავებენ ინფორმაციას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევენ პროგრამის იურისტები.

საკოორდინაციო ცენტრში თავმოყრილი ინფორმაცია პერიოდულად გასაჯაროვდება ქართულ და ინგლისურ ენებზე მედია ოფისის მიერ.

გარდა აღნიშნულისა, „მრავალეროვანი საქართველოს“ საკოორდინაციო ცენტრში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და საკოორდინაციო ცენტრს გაუზიაროს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.

„მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს.

არჩევნების დღის სადამკვირვებლო პროგრამა ხორციელდება „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID), საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით.