კუჭავა: ძალიან დიდი რაოდენობით ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ესწრება ამ არჩევნებს და ყველამ გაითვალისწინოს ის ანგარიშები, რომლებსაც ისინი დადებენ

336

ძალიან დიდი რაოდენობით ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ესწრება ამ არჩევნებს, რაც უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, ის ანგარიშები, რომლებსაც დამკვირვებლები დადებენ.

„ძალიან დიდი რაოდენობით ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ესწრება ამ არჩევნებს, რაც უმნიშვნელოვანესია. ყველამ გაითვალისწინოს, ის ანგარიშები, რომლებსაც ისინი დადებენ. შარშან მათი უდიდესი შეცდომა იყო, როდესაც სრულიად ლეგიტიმური არჩევნების შედეგები, რომელიც აღიარა ყველა საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციამ, მათ გააპროტესტეს და ამით ისევ საკუთარი თავი დაიზარალეს. იმედი მაქვს, რომ ამ ჯერზეც იგივე შეცდომას არ დაუშვებენ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.