ახალქალაქის N4 უბანზე ამომრჩეველმა კაბინაში ბიულეტენს ფოტო გადაუღო

267

ახალქალაქის N 4 უბანზე ამომრჩეველმა კაბინაში ბიულეტენს ფოტო გადაუღო. აღნიშნულ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის და დამკვირვებლებისგან რეაგირება არ ყოფილა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

„ძალიან კარგი ვქენი, რომ გადავიღე, კომენტარს არ გავაკეთებ, ეს დარღვევა არ არის“, – თქვა მან და საარჩევნო უბანი დატოვა.

საიას იურისტის, ქეთი ბებიაშვილის განცხადებით, აღნიშნული ქმედებით, ხმის ფარულობა დაირღვა, მისთვის ბიულეტენი უნდა ჩამოერთმიათ, “ამ დროს ახალი ბიულეტენით, ხელახლა უნდა მიაცემინონ ხმა, ეს დარღვევაა”, – ამბობს იგი.