გორის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან “ქართული ოცნების” აგიტატორები დგანან – ამის შესახებ “რადიო მოზაიკას” პარტია “საქართველოსთვის” სიის მეორე ნომერმა, მამუკა ფანიაშვილმა უთხრ. მისივე თქმით, აგიტატორები არ იცავენ კანონით დადგენილ დისტანციას.
“თითქმის ყველა უბანთან ასეთი სიტუაციაა. არ იცავენ 100-მეტრიან დისტანციას, დგანან უბანთან და ეწევიან აგიტაციას”, – გვითხრა ფანიაშვილმა.
საარჩევნო უბნებთან ადამიანთა ჯგუფები დააფიქსირა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც. პარტიის სიის II ნომერმა, ანო ბალიაშვილმა გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნა, რომ გორის უბნებთან “ქართული ოცნების” აგიტატორები და კოორდინატორები დგანან.