ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის 84-ე საარჩევნო უბანზე

276

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ ზუგდიდში 84-ე საარჩევნო უბანზე. ადამიანები, რომლებიც საარჩევნო უბნის პერიმეტრზე იმყოფებოდნენ, მედიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. ახალგაზრდა მამაკაცმა, ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით ის ტერიტორიიდან გაიყვანეს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

მანამდე კი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ოპოზიციისა და ”ქართული ოცნების” ამომრჩევლებს შორის.

არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა დაუშვებელია.

84-ე უბანზე ე.წ.კარუსელის შესაძლო დატრიალების შესახებ საუბრობს ოპოზიცია.