ახალციხეში, წყრუთის N27–ე უბანზე კომისიის წევრებმა ხმა რეგისტრატორის მაგიდასთან მისცეს – დამკვირვებელი

227

პარტია „გახარია–საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, ეკატერინე კახიძე, რომელიც საარჩევნო პროცესებს წყრუთის N27 უბანზე აკვირდება, აცხადებს, რომ კომისიის ორმა წევრმა ბიულეტენებზე სასურველი კანდიდატი საჯაროდ, რეგისტრატურის მაგიდასთან შემოხაზა.

“ყველას დასანახად 41 შემოხაზეს, კაბინაში არ შესულან”, – ამბობს ეკატერინე კახიძე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უბანზე საჩივარი არ დაწერილა.

„უნდოდათ თავიანთი ნების საჯაროდ დაფიქსირება, ამის გამო შენიშვნა მივეცი და ოლქის თავმჯდომარეც ჩავაყენე საქმის კურსში“, – ამბობს კომისიის თავმჯდომარე აღვან ანანიანი.