მობილიზება გიორგი კანდელაკის რესტორანში – მოქალაქეებისთვის დასარიგებელი პროდუქტი

345

არჩევნების დღეს “ქართული ოცნება” სავარაუდოდ ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს – გორში, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკის რესტორანში, მთელი ღამეა საკვებს ამზადებენ, რომელსაც როგორც რესტორნის წარმომადგენლები ამბობენ, გაჭირვებულ ადამიანებს დაურიგებენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

გორული კატლეტი, იმერული ხაჭაპური – ასეთია კერძების ჩამონათვალი. კანდელაკის რესტორანი სრულ მობილიზებაზე გუშინ საღამოს გადავიდა.

“მთავარმა არხმა” დააფიქსირა ობიექტთან მობილიზებული “ქართული ოცნების” პარტიული აქტივი, კოორდინატორები, რომლებიც სხვადასხვა უბანზე არიან განაწილებული.

“არავის არ უყიდია, გაჭირვებული ადამიანებისთვისაა. გაბრძანდით გარეთ, კანონდარღვევაა ასე შემოჭრა აქ’,- ამბობს რესტორნის თანამშრომელი

ცნობისთვის, ცნობილი მოკრივე გიორგი კანდელაკი “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული ბიზნესმენია.