"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის, განმარტებით, ქუთაისის 124-ე უბანზე მომხდარი ინციდენტი უბრალოდ შეცდომა იყო და არა ბოროტი განზრახვა. "სინამდვილეში მოხდა შეცდომა უბანზე, მდივანს მოუვიდა შეცდომა და საკონტროლო ოქმი ეგონა და შეავსო ნამდვილი ოქმი. ბოროტი განზრახვა არ ყოფილა, ეს იყო შეცდომა და ეს შეცდომა ჩასწორდება", - თქვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმით, უბნებზე სერიოზული დარღვევები არ ყოფილა და ყველა ინციდენტი ოპოზიციის წევრებს:...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში იმარჯვებს. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს თბილისში როგორც ე.წ. რეფერენდუმში, ისე მერობის არჩევნებსაც იგებს. ანალოგიური მდგომარეობაა დანარჩენ საქართველოშიც. მელია მოუწოდებს ამომრჩევლებს, დარჩენილ რამდენიმე საათში მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გაზარდონ ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" შორის სხვაობა.
ამომრჩევლის მოსყიდვის კიდევ ერთი ფაქტი - აბაშაში N2 უბანზე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა. არსებობს კონკრეტული ვიდეოჩანაწერი და დაფიქსირებულია ავტომობილის ნომერი. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს. კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ "მერსედესის" მარკის ავტომობილის მფლობელი ფულს აძლევს "ჰონდას" მარკის ავტომობილში მყოფ ამომრჩეველს. მას შემდეგ, რაც "მერსედესის" მფლობელმა შეამჩნია, რომ უღებდნენ, ადგილი დატოვა.
რუსთავში თითქმის ყველა უბანზე საარჩევნო უბნებს ე.წ. ძველი ბიჭები აკონტროლებენ. მე-17 უბანზე ადამიანების ჯგუფი ამომრჩევლის მისვლას სიებით ამოწმებს. სამარშუტო ტაქსის მძღოლი "ტვ პირველთან" ადასტურებს, რომ მას უბნებზე ხალხი გადაჰყავს. "გვითხრეს, რომ შეიძლება, კიდევ დაგვჭირდეს და გაგაგზავნოთ ხალხის მოსაყვანად", - ამბობს სამარშუტო ტაქსის მძღოლი "ტვ პირველთან"
პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. ერთ-ერთ უხეშ დარღვევად ლილუაშვილი საარჩევნო უბანზე კამერების ისეთ განთავსებას ასახელებს, საიდანაც ხმის მიცემის კაბინები კარგად ჩანს. "ამ დროისთვის  გამოვლენილი ძირითადი მნიშვნელოვანი დარღვევები არის სხვა და სხვა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა, ეს არის კამერების ისეთ ადგილზე განთავსება, რომელიც პირდაპირ უყურებს საარჩევნო კაბინას და შესაბამისად, ხდება არჩევანის გათქმის საფრთხე. ასეთი სიტუაცია...
სიღნაღის მე-13 საარჩევნო ოლქში ერთი საჩივარი დაიწერა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. კომისიის თავმჯდომარის მანანა მჭედლიშვილის თქმით, საჩივარი ბოდბისხევის მე-18 საარჩევნო უბანზე ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელის მხრიდან დაიწერა, რომელიც უბნიდან გადასატანი ყუთის დაგვიანებით გასვლას ეხებოდა. მანანა მჭედლიშვილის თქმით, 12 საათის მონაცემებით სიღნაღში საკუთარი არჩევანი 5 324 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის 18,2% პროცენტია. მისი თქმით, ოლქში შექმნილია 35 საარჩევნო უბანი, სადაც საარჩევნო პროცესი...
ქუთაისის საარჩევნო 124-ე საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმი, რომელიც არჩევნების მერე ივსება, წინასწარ შეავსეს. ფაქტს დაპირისპირება მოჰყვა. საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმის შევსება გამოუცდელობით ახსნეს. თუმცა, უცნობია, როგორ დაითვალეს შემაჯამებელი შედეგები არჩევნების დასრულებამდე 5 საათით ადრე. "შეეშალა მდივანს, ახალია, წელს არის პირველად", - თქვა კომისიის თავმჯდომარემ. ოქმზე კი, რომელიც წინასწარ შეივსო და გაყალბდა კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა იყო.
თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო ოლქში ორი საჩივარია დაწერილი. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის თქმით, ორივე საკითხი რაზედაც საჩივარი დაიწერა, მოგვარებულია. ,,ერთი საჩივარი ეხებოდა იმას, რომ ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ამომრჩეველს კაბინაში ტელეფონი მიაწოდა, მეორე საჩივარი კი ეხებოდა იმას, რომ ერთ-ერთ უბანზე რეგისტრატორმა ორი ერთნაირი ბიულეტენი გადასცა ამომრჩეველს. მესამე საჩივარი კი ეხებოდა იმას, რომ კომისიის წევრს, რომელიც ასევე...
"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით (PVT), ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათისთვის შეადგინა: ● ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 17.7%-ია (+/-0.4% ცდომილების ხარისხით), რაც მცირე ზრდაა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაბამის მონაცემთან შედარებით (16.3%); ● თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 15.8%-ია (+/-0.4% ცდომილების ხარისხით), რაც 2017 წლის ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემთან შედარებით (14.7%) ასევე მცირე ზრდაა; ● რეგიონებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18.5% შეადგინა (+/-0.6% ცდომილების ხარისხით). საარჩევნო...
გლდანის 72-ე საარჩევნო უბანზე, დაპირისპირების გამო ხმის მიცემის პროცესი რამდენიმე წუთით შეწყდა. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც "დროას" წარმომადგენელს, შუშანა მაცაბერიძეს საჩივარს არ ურეგისტრირებდნენ. კომისიის თავმჯდომარემ უბანზე პოლიცია გამოიძახა, რომელმაც მედიას ტერიტორია დაატოვებინა. გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ კომისიის წევრებს გარედან უცხო ადამიანი გაურკვეველს მასალებს აწვდის. ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა პარტიამ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
სამოქალაქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისის ოლქის 95-ე უბანთან ღიად ხდება ფულის დარიგება და ამომრჩევლის მოსყიდვა. ორგანიზაცია ფოტომასალასაც ავრცელებს და წერს, რომ  მოსყიდვის პროცესში უშუალოდ ჩართულია ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია.  
თელავში, #9-ე საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა დარღვევა დააფიქსირეს. საჩივრის მიხედვით, გაირკვა, რომ უბნის რეგისტრატორმა, 6 ამომრჩეველს სამი სხვადასხვა ბიულეტენის ნაცვლად, ერთი სახის ბიულეტენები გადასცა. კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრატორი მხოლოდ ოპოზიციის პროტესტის შემდეგ შეცვალა. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ეს მიზანმიმართული ქმედებაა, რადგან, მსგავსი დარღვევით გაცემული ბიულეტენი გაბათილებას ექვემდებარება. მათივე თქმით, დარღვევით ბიულეტენებს მხოლოდ ოპოზიციის მხარდამჭერებს აძლევენ. ერთ-ერთ უბანზე კომისიის წევრად არაუფლებამოსილი პირი მიიყვანეს. ხმაურიანი ურთიერთშელაპარაკების...
"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, ორგანიზაციის დამკვირვებლებისგან მიღებული ინფორმაციით, ფიქსირდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები, რაც გამოიხატება ბიულეტენების საარჩევნო უბანზე მყოფი პირებისთვის ჩვენებაში. რამდენიმე შემთხვევაში, ორგანიზაციის დამკვირვებლებს შეეზღუდათ დაკვირვების უფლება. მათ შორის, ზუგდიდის ერთ-ერთ უბანზე ორგანიზაციის ორი სხვადასხვა დამკვირვებელი გამოაძევეს უბნიდან. ხარვეზები ფიქსირდება ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით, კერძოდ, სპეციალურ სიებში ამომრჩევლები უსაფუძვლოდ არიან დაფიქსირებული. აგრეთვე, ზოგიერთ შემთხვევაში, რეგისტრატორებს გამორჩენილი აქვთ ამომრჩეველთა ხელმოწერები. მიმდინარეობდა უბნის შიგნით...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის არაერთი დარღვევა დაფიქსირდა. მისვე თქმით, ყველა დარღვევა დაფიქსირდება და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გადაეცემა. ამასთან, თორნიკე რიჟვაძის თქმით „ქართული ოცნება“ არჩევნებს პირველივე ტურში დამაჯერებლად მოიგებს. „არჩევნები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს. მე პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო მოქალაქეებს იმ აქტიურობისთვის. საარჩევნო პროცესი, ხმის მიცემა გრძელდება და...
“ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გიტარით მივიდა და დაიბარა, რომ 7 საათზე “საუნდჩეკზე“ დაბრუნდება. ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ ოფისთან მაშინ გამოჩნდა, როცა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მედიისთვის განკუთვნილ ოთახში იმყოფებოდნენ. ჯაფარიძემ მდინარაძეს ჰკითხა, თუ რომელზე იწყებენ და მიმართა, რომ 7 საათისთვის „საუნდჩეკზე“ დაბრუნდება. ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ ოფისის წინ სცენის მონტაჟი მიმდინარეობს.
ადიგენის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მარეხი დათაშვილი ამბობს, რომ სოფელ ვარხანში, N7 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. „ძალიან უხერხული მდგომარეობაა. ვარხანი პატარა სოფელია, ხმამაღლა ამაზე ლაპარაკი ყველას უჭირს, თუმცა პირად საუბრებში მეუბნებიან რომ უბანზე ხმის დაფიქსირებისას ამომრჩევლებს თითქმის კაბინაში მიჰყვებიან. კონტროლია ხმას ვის აძლევენ“, – ამბობს მარეხი დათაშვილი. ადიგენის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 19 უბანია გახსნილი. ცესკოს ინფორმაციით,  უბნებზე ამომრჩეველთა 21.47% მივიდა.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ