დაპირისპირება ქუთაისში – საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმი წინასწარ შეავსეს

216

ქუთაისის საარჩევნო 124-ე საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმი, რომელიც არჩევნების მერე ივსება, წინასწარ შეავსეს.

ფაქტს დაპირისპირება მოჰყვა. საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმის შევსება გამოუცდელობით ახსნეს. თუმცა, უცნობია, როგორ დაითვალეს შემაჯამებელი შედეგები არჩევნების დასრულებამდე 5 საათით ადრე.

“შეეშალა მდივანს, ახალია, წელს არის პირველად”, – თქვა კომისიის თავმჯდომარემ.

ოქმზე კი, რომელიც წინასწარ შეივსო და გაყალბდა კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა იყო.