გლდანის 72-ე საარჩევნო უბანზე, დაპირისპირების გამო ხმის მიცემის პროცესი რამდენიმე წუთით შეწყდა. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც “დროას” წარმომადგენელს, შუშანა მაცაბერიძეს საჩივარს არ ურეგისტრირებდნენ.
კომისიის თავმჯდომარემ უბანზე პოლიცია გამოიძახა, რომელმაც მედიას ტერიტორია დაატოვებინა.
გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ კომისიის წევრებს გარედან უცხო ადამიანი გაურკვეველს მასალებს აწვდის. ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა პარტიამ Facebook-ზე გამოაქვეყნა.