რუსთავში თითქმის ყველა უბანზე საარჩევნო უბნებს ე.წ. ძველი ბიჭები აკონტროლებენ. მე-17 უბანზე ადამიანების ჯგუფი ამომრჩევლის მისვლას სიებით ამოწმებს. სამარშუტო ტაქსის მძღოლი “ტვ პირველთან” ადასტურებს, რომ მას უბნებზე ხალხი გადაჰყავს.
“გვითხრეს, რომ შეიძლება, კიდევ დაგვჭირდეს და გაგაგზავნოთ ხალხის მოსაყვანად”, – ამბობს სამარშუტო ტაქსის მძღოლი “ტვ პირველთან”