ამომრჩევლის მოსყიდვის კიდევ ერთი ფაქტი – ვიდეომტკიცებულება აბაშიდან

462

ამომრჩევლის მოსყიდვის კიდევ ერთი ფაქტი – აბაშაში N2 უბანზე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა. არსებობს კონკრეტული ვიდეოჩანაწერი და დაფიქსირებულია ავტომობილის ნომერი. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.

კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ “მერსედესის” მარკის ავტომობილის მფლობელი ფულს აძლევს “ჰონდას” მარკის ავტომობილში მყოფ ამომრჩეველს.

მას შემდეგ, რაც “მერსედესის” მფლობელმა შეამჩნია, რომ უღებდნენ, ადგილი დატოვა.