“ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გიტარით მივიდა და დაიბარა, რომ 7 საათზე “საუნდჩეკზე“ დაბრუნდება.
ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ ოფისთან მაშინ გამოჩნდა, როცა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მედიისთვის განკუთვნილ ოთახში იმყოფებოდნენ. ჯაფარიძემ მდინარაძეს ჰკითხა, თუ რომელზე იწყებენ და მიმართა, რომ 7 საათისთვის „საუნდჩეკზე“ დაბრუნდება.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ ოფისის წინ სცენის მონტაჟი მიმდინარეობს.