“ხმის მიცემა კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს” – ენმ–ს მერობის კანდიდატი ადიგენში

265

ადიგენის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მარეხი დათაშვილი ამბობს, რომ სოფელ ვარხანში, N7 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

„ძალიან უხერხული მდგომარეობაა. ვარხანი პატარა სოფელია, ხმამაღლა ამაზე ლაპარაკი ყველას უჭირს, თუმცა პირად საუბრებში მეუბნებიან რომ უბანზე ხმის დაფიქსირებისას ამომრჩევლებს თითქმის კაბინაში მიჰყვებიან. კონტროლია ხმას ვის აძლევენ“, – ამბობს მარეხი დათაშვილი.

ადიგენის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 19 უბანია გახსნილი. ცესკოს ინფორმაციით,  უბნებზე ამომრჩეველთა 21.47% მივიდა.