ამომრჩეველთა აქტივობა ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით 12 საათისთვის

251

“სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით (PVT), ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათისთვის
შეადგინა:

● ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 17.7%-ია (+/-0.4% ცდომილების ხარისხით), რაც მცირე ზრდაა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაბამის მონაცემთან შედარებით (16.3%);

● თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 15.8%-ია (+/-0.4% ცდომილების ხარისხით), რაც 2017 წლის ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემთან შედარებით (14.7%) ასევე მცირე ზრდაა;

● რეგიონებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18.5% შეადგინა (+/-0.6% ცდომილების ხარისხით).

საარჩევნო უბნების 98.6%-ზე კენჭისყრის პროცესი კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა, რაც სტატისტიკურად მსგავსია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაბამის მონაცემთან შედარებით (96.2%).