ნიკა მელია: ჩვენი ინფორმაციით, ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს

346

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში იმარჯვებს. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს თბილისში როგორც ე.წ. რეფერენდუმში, ისე მერობის არჩევნებსაც იგებს. ანალოგიური მდგომარეობაა დანარჩენ საქართველოშიც.

მელია მოუწოდებს ამომრჩევლებს, დარჩენილ რამდენიმე საათში მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გაზარდონ ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის სხვაობა.