სიღნაღის მე-13 საარჩევნო ოლქში ერთი საჩივარი დაიწერა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
კომისიის თავმჯდომარის მანანა მჭედლიშვილის თქმით, საჩივარი ბოდბისხევის მე-18 საარჩევნო უბანზე ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელის მხრიდან დაიწერა, რომელიც უბნიდან გადასატანი ყუთის დაგვიანებით გასვლას ეხებოდა.
მანანა მჭედლიშვილის თქმით, 12 საათის მონაცემებით სიღნაღში საკუთარი არჩევანი 5 324 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის 18,2% პროცენტია.
მისი თქმით, ოლქში შექმნილია 35 საარჩევნო უბანი, სადაც საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდიანერობს.
ოლქში შექმნილია ერთი კოვიდ უბანი, სადაც 62 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. ისინი როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე სახლებში მკურნალობენ.